|
2023-03-31 12:45:19, 996 ნახვა
პოლიტიკა
ზურაბიშვილი მთავრობას - რაც არ უნდა ეცადოთ და გაავრცელოთ „მეორე ფრონტის“ კონსპირაციული თეორიები, შედეგს ვერ მიაღწევთ
რაც არ უნდა ეცადოთ და გაავრცელოთ "მეორე ფრონტის" კონსპირაციული თეორიები, შედეგს ვერ მიაღწევთ, - ასე მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტის საგაზაფხულო სესიის რიგგარეშე სხდომაზე საკანონმდებლო ორგანოსა და მთავრობის წარმომადგენლებს. როგორც პრეზიდენტმა ყოველწლიური მოხსენების ფარგლებში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, ევროკავშირი საქართველოში მშვიდობას ემსახურება. "რაც არ უნდა ეცადოთ და გაავრცელოთ "მეორე ფრონტის" კონსპირაციული თეორიები - ქართველმა ხალხმა კარგად იცის, რომ ევროკავშირის შექმნის იდეა სწორედ მშვიდობას ემსახურება და არა ომს. ევროკავშირი საქართველოში პირდაპირ ემსახურება ჩვენი ქვეყნის მშვიდობას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სახით. ამიტომ, რაც არ უნდა ეცადოთ, რომ ეს მოდელირებული სცენარები, რომლებიც წინა ხელისუფლებას სჩვეოდა და საეჭვოდ ემთხვევა რუსეთისა და სეპარატისტების გზავნილებს, თავს მოახვიოთ ხალხს, შედეგს ვერ მიაღწევთ", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)