|
2023-03-31 10:25:18, 1934 ნახვა
საზოგადოება
Tbilisi Open Air 23, 24 და 25 ივნისს „თიბისის“ მხარდაჭერით ჩატარდება
„თიბისის“ მხარდაჭერით, რეგიონში ყველაზე დიდი მუსიკალური ფესტივალი 23, 24 და 25 ივნისს ლისის საოცრებათა ქვეყანაში ბრუნდება. Tbilisi Open Air 2023-ის არტისტებს შორის იქნებიან Tom Odell, Kaleo, Moderat, Rejjie Snow, Imany, Ben Klock, Liquid Soul. მთავარ სცენაზე, უცხოელ მუსიკოსებთან ერთად, ჰედლაინერი ქართველი ბენდები იქნებიან Bedford Falls, Circus Mircus, Skazz და სხვები, რომლებიც ლისის საოცრებათა ქვეყანაში 3 დღის განმავლობაში 4 საფესტივალო სცენას დაიკავებენ. „თიბისი“ არაერთი წელია Tbilisi Open Air-ის მთავარი პარტნიორია და ფესტივალთან ერთად საუკეთესო მუსიკალურ გამოცდილებას უქმნის მსმენელს. „თიბისი“ ახალი თაობის აქტიური მხარდამჭერია, რასაც, სხვა ინიციატივებთან ერთდ, ახალგაზრდა არტისტებისა და საქართველოში მუსიკალური კულტურის განვითარების მნიშვნელოვან მხარდაჭერით გამოხატავს. ფესტივალთან 14 წლიანი მეგობრობაც ამ მხარდაჭერის ნაწილია. ფესტივალი 2009 წელს Altervision Group-ის ინიციატივით დაარსდა და მას შემდეგ კავკასიის რეგიონში ყველაზე მასშტაბური მუსიკალური ღონისძიებაა. ამ პერიოდის განმავლობაში, Tbilisi Open Air-მა 1000 მდე მუსიკოსს უმასპინძლა. მათ შორის იყვნენ მსოფლიო დონის ისეთი არტისტები და ჯგუფები როგორებიცაა: Deep Purple, Placebo, DDT, Archive, Tricky, UNKLE, Sevdaliza, Roman Flugel. „თიბისის“ ნებისმიერი ბარათის მფლობელებს ფესტივალის აბონემენტის შეძენა 20%-იანი ფასდაკლებით შეეძლებათ. ბილეთების შეძენა შესაძლებელია ბმულზე- http://www.tkt.ge/openair
ტაკერ კარლსონი - აშშ-მ შესაძლოა ირანზე ბირთვული დარტყმა უახლოეს დღეებში განახორციელოს
ადვოკატი ღარიბაშვილის მიმართ სავარაუდო წამების ფაქტზე გამოძიების დაწყებას ითხოვს
რეპორტიორები საზღვრებს გარეშემ ბიძინა ივანიშვილი „პრესის თავისუფლების მტაცებელთა“ სიაში კვლავ შეიყვანა
ნანა სანდერს საპროცესო გაუფორმდა, ის ციხიდან 6 ნოემბერს გამოვა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)