|
2023-03-30 23:38:42, 1379 ნახვა
მსოფლიო
„ინფორმაციის შეგროვება და გადაცემა ნებისმიერი ჟურნალისტის მთავარი საქმეა“ - ევროკავშირი გმობს ჟურნალისტ ევან ჰერშკოვიჩის დაპატიმრებას
ევროკავშირი ვერ ხედავს იმის მტკიცებულებას, რომ The Wall Street Journal-ის ჟურნალისტი ევან გერშკოვიჩი, რომელიც ჯაშუშობაში არის ეჭვმიტანილი, არ ეწეოდა ჟურნალისტურ საქმიანობას. ევროკავშირი გმობს რუსეთის ხელისუფლების "სისტემატურ რეპრესიებს" მედიის წინააღმდეგ, - ამის შესახებ, ევროკავშირის საგარეო სამსახურის წარმომადგენელმა პიტერ სტანომ ტელეკომპანია "დოჟდთან" საუბრისას განაცხადა. სტანომ ევან გერშკოვიჩის ბრალდებას უსაფუძვლო უწოდა. "ჟურნალისტებს უნდა მიეცეთ საშუალება, შეასრულონ თავიანთი მოვალეობები საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე და „იმსახურებენ დაცვას და მხარდაჭერას. ინფორმაციის შეგროვება და გადაცემა ნებისმიერი ჟურნალისტის მთავარი საქმეა. ჯერჯერობით რუსეთის ხელისუფლებას არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება იმისა, რომ ევან გერშკოვიჩი ეწეოდა სხვა არაჟურნალისტურ საქმიანობას“, - განაცხადა სტანომ. მან გაიხსენა, რომ გასული წლის განმავლობაში, ბევრი საერთაშორისო მედია იძულებული გახდა დაეტოვებინა რუსეთი, რათა დაეცვა კორესპონდენტები დევნისგან. ევროკავშირი, მისი თქმით, „მტკიცედ გმობს რუსეთის ხელისუფლების სისტემატურ რეპრესიებს მედიის მიმართ, რომელიც მიზნად ისახავს ქვეყანაში დამოუკიდებელი ხმების ჩახშობას და საზოგადოების ობიექტურ და მიუკერძოებელ ინფორმაციაზე წვდომის შეზღუდვას“. რუსეთში The Wall Street Journal-ის ამერიკული გამოცემის ჟურნალისტი, ევან გერშკოვიჩი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს. გერშკოვიჩის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლითაა (ჯაშუშობა) აღძრული. გერშკოვიჩი გადაიყვანეს მოსკოვის ლეფორტოვოს სასამართლოში, რომელმაც სწრაფად გადაწყვიტა მისი წინასწარი დაკავების იზოლატორში ორი თვით მოთავსება. სასამართლო პროცესი დახურულ კარს მიღმა გაიმართა, ჟურნალისტებს სხდომაზე დასწრების უფლება არ მისცეს. როგორც CNN აღნიშნავს, გერშკოვიჩი გახდა პირველი ამერიკელი ჟურნალისტი, რომელიც რუსეთში ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს 1986 წლიდან, მაშინ საბჭოთა რეჟიმმა დააკავა "ახალი ამბების" და "მსოფლიო რეპორტის" ჟურნალისტი ნიკოლას დანილოვი, რომელიც სამი კვირის შემდეგ გაცვალეს ჯაშუშობაში ბრალდებული ფიზიკოს გენადი ზახაროვზე. ჟურნალისტური საზოგადოება ვარაუდობს, რომ ახლა რუსეთის ხელისუფლებას შესაძლოა ახალი „მძევალი“ დასჭირდეს გაცვლითი ფონდის შესავსებად.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)