|
2023-03-30 13:37:54, 825 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე სააკაშვილზე - სტრასბურგში სარჩელის გაგზავნას ახლაც ვერ ბედავენ, იციან, რომ დარჩებიან წაგებულები
ვერ გაბედეს სტრასბურგში სარჩელის შეტანა იმიტომ, რომ იციან, რომ დარჩებიან წაგებულები,- ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, მესამე პრეზიდენტზე, მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა. კობახიძის თქმით, სარჩელის არგაგზავნის ერთადერთი მიზეზი ისაა, რომ სააკაშვილის დამცველებს არ აქვთ სიმყარის შეგრძნება და ვერ იქნებიან წარმატებული ამ სარჩელში. „ვერ გაბედეს სტრასბურგში სარჩელის გაგზავნა და ახლაც ვერ ბედავენ, რადგან იციან, რომ დარჩებიან წაგებულები. აქედან გამომდინარე, ცდილობენ საბაბის მოძებნას სარჩელის არგაგზავნისთვის. სინამდვილეში, სარჩელის არგაგზავნის მიზეზი არის ერთადერთი და ეს არის ის, რომ მათ არ აქვთ სიმყარის შეგრძნება, ისინი ვერ იქნებიან წარმატებული ამ სარჩელში",- განაცხადა კობახიძემ. ცნობისთვის, გუშინ, 29 მარტს მესამე პრეზიდენტის დედამ, გიული ალასანიამ განაცხადა, რომ სტრასბურგში სარჩელი გაიგზავნება, როგორც კი , მიხეილ სააკაშვილთან სახალხო დამცველის კონსილიუმი შევა და საკუთარ დასკვნას დადებს.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)