|
2023-03-30 13:10:57, 840 ნახვა
საზოგადოება
გვინდა ზაზა ავალიანის შეცვლა და მის ადგილას გიორგი დუნდუა - რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმების პროტესტი გრძელდება
რესპუბლიკურ საავადმყოფოში მედიკოსების პროტესტი გრძელდება. ექიმები მეოთხე დღეა, რაც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას, კლინიკის დირექტორის,ზაზა ავალიანის თანამდებობიდან გათავისუფლებასა და პერსონალის შენარჩუნებას მოითხოვენ. როგორც რესპუბლიკურ საავადმყოფოში დღეს შეკრებილმა მედიკოსებმა განცხადეს, მათ სამ ძირითად მოთხოვნას დაემატა კიდევ ერთი მოთხოვნა, რომელიც კლინიკის დირექტორად გიორგი დუნდუას დანიშვნას გულისხმობს. "დღევანდელ დღეს ჩვენ გავაჟღერეთ ახალი მოთხოვნა. ერთხმად შევჯერდით მთელი სამუშაო კოლექტივი, რომ გვინდა, ჩვენი დირექტორი გახდეს გიორგი დუნდუა. ამ წუთებში შედგა პეტიცია, სადაც ეს ყველაფერი ხელმოწერებით დადასტურდება. გვინდა, მოქმედი დირექტორის, ზაზა ავალიანის შეცვლა და მის ადგილას გიორგი დუნდუა", - უთხრა "მთავარ არხს" საავამდყოფოს ერთ-ერთმა ექიმმა. შეგახსენებთ, 21 მარტს გავრცელდა ღია წერილი, რომელშიც კლინიკის თანამშრომლებმა განაცხადეს, რომ ჯანდაცვის მინისტრმა რესპუბლიკურის შენობის ნგრევა დააანონსა. 27 მარტს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ რესპუბლიკური საავადმყოფოს არც ერთი თანამშრომელი სამსახურის გარეშე არ დარჩება. ამავე დღეს, აღნიშნულ საკითხს გამოეხმაურა ჯანდაცვის მინისტრიც. ზურაბ აზარაშვილის თქმით, რესპუბლიკური საავადმყოფოს პერსონალს მომდევნო კვირას შეხვდება. უფრო ადრე, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ რესპუბლიკური საავადმყოფოს მდებარეობის შენარჩუნება, ახალი კლინიკის მშენებლობა და გაძლიერება სტრატეგიული პრიორიტეტია. რაც შეეხება საავადმყოფოს მედპერსონალს, მინისტრის მოადგილე თქვა, რომ "უფლებები როგორც ანაზღაურების, ისე დასაქმების, ასევე ის, რომ პროფესიონალები, რომლებიც დღეს მუშაობენ რესპუბლიკურ საავადმყოფოში, გააგრძელონ მათი საქმიანობის შესრულებას გარდამავალ პერიოდში, ეს ყველაფერი არის განხილვის ფაზაში". რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის, ზაზა ავალიანის თქმით, გეგმა, რომ შენობა გაიყიდება ან სხვა სახის საინვესტიციო პროექტი განხორციელდება, არ არსებობს.
ზელენსკი კობახიძესთან შეხვედრაზე - ჩვენს ქვეყნებს შორის გადაუჭრელი საკითხები მართლაც არსებობს
კობახიძე ისევ რევოლუციის მცდელობებზე საუბრობს და ევროპულ ლიდერებს ადანაშაულებს
კობახიძე ვოლოდიმერ ზელენსკისთან შეხვედრაზე - ეს იყო დახურული ფორმატის შეხვედრა, თუმცა მეგობრული
ზუგდიდში დევნილთათვის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა მიმდინარეობს
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)