|
2023-03-30 10:48:02, 1434 ნახვა
პოლიტიკა
წილოსანი - ქალების უფლებების დაცვის მოტივით, პოლიტიკურ ტალახს რომ ზელენ, პასუხის ღირსადაც არ ვთვლი
ქალების უფლებების დაცვის მოტივით, პოლიტიკურ ტალახს რომ ზელენ, პასუხის ღირსადაც არ ვთვლი, - ასე პასუხობს "ქართული ოცნების" დეპუტატი, გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე ნინო წილოსანი ოპონენტების კრიტიკას. წილოსანი სოციალურ ქსელში ვრცელ განცხადებას აქვეყნებს და საუბრობს იმ რეფორმებზე, რომელიც ქალების ინტერესებისთვის "ქართულმა ოცნებამ" გაატარა. "ბოლო დღეებში ბევრჯერ ვუხსენებივარ მე და გენდერული თანასწორობის საბჭო, თუ ოპოზიციონერ ქალებს, თუ ტელეწამყვანებს. განსაკუთრებულ ყურადღებას არ დავუთმობ მათი საქმიანობის დახასიათებას, ეს ანალიზი და შესაბამისი პოლიტიკური არჩევანის გაკეთება საზოგადოების საქმეა. ერთს კი ვიტყვი, რაც დარჩება ისტორიას, არის ის რეფორმები, რაც ქალების ინტერესებისთვის გაატარა ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა მხოლოდ ბოლო ორ წელში:
ეს ყველაფერი იმის შესახებ გენდერული საბჭომ და საპარლამენტო უმრავლესობამ რა გავაკეთეთ. იმ ადამიანებს კი, ზემოთ ვინც ვახსენე, ქალების უფლებების დაცვის მოტივით პოლიტიკურ ტალახს რომ ზელენ, პასუხის ღირსადაც არ ვთვლი. ამიტომ, ჩვენ საქმის კეთებას გავაგრძელებთ ქალების ინტერესებისა და შესაძლელობების დასაცავად. პ.ს ამ ყველაფრისთვის მადლობა ყველა განვითარების პარტნიორს, ვინც თავდაუზოგავად გვეხმარებოდა ამ პოლიტიკური რეფორმების გატარებაში, გენდერული საბჭოს ყველა წევრს, ჩვენი საბჭოს სამდივნოს არაჩვეულებრივ თანამშრომლებს", - წერს ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)