19:54 - 06 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-29 22:20:52, 1380 ნახვა

პოლიტიკა
ხაბეიშვილი - 9 აპრილი უნდა იყოს გარდამტეხი, იმისთვის, რომ რუსული მთავრობა წელში გადავტეხოთ

9 აპრილი, უნდა იყოს გარდამტეხი, იმისთვის, რომ რუსული მთავრობა წელში გადავტეხოთ, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა ტელეკომპანია "ფორმულას" ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, 9 აპრილის აქციაზე დაყენებული იქნება ყველა ის საკითხი, რაც საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია, აქედან გამომდინარე ხაბეიშვილი საზოგადოებას მოუწოდებს, რომ გამოიყენონ პოლიტიკური პარტია, როგორც იარაღი რუსული ოცნების წინააღმდეგ.

"უმნიშვნელოვანესი დღეა 9 აპრილი, უნდა იყოს გარდამტეხი, იმისთვის, რომ გადავტეხოთ წელში რუსული მთავრობა და მე პირობას გაძლევთ, ყველა ის საკითხი იქნება დაყენებული, რომელიც თქვენ გაწუხებთ და თქვენთვის არის მნიშვნელოვანი და კარგად უნდა გაიგოთ ყველამ, რომ პოლიტიკოსები გამოიყენეთ, როგორც შესაძლებლობა და არავინ არ "დაგაბულინგოთ", რომ ის პარტია, ეს პარტია. ყველა პოლიტიკური პარტია, ყველა ლიდერი თქვენს ხელში გამოიყენეთ იარაღად რუსული ოცნების წინააღმდეგ", - განაცხადა ხაბეიშვილმა.

შეგახსენებთ, 9 აპრილს, 17:00 საათზე რუსთაველის გამზირზე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" აქციას მართავს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ძლიერი ნალექი, ქარბუქი, შტორმი - სააგენტოს გაფრთხილება
საქართველოს ბანკმა ბიზნესისთვის ფინანსური მიმზიდველობის თემაზე ვორკშოპი გამართა
ნარმანია - ბუნებრივ აირზე უფრო მაღალი ტარიფი შეიძლება დადგინდეს მაღალი მოხმარების ოჯახებისთვის
გამოძიება- ახალგაზრდა ორბანი საიდუმლო სამსახურების ინფორმატორი იყო, მისი მხილებები, სავარაუდოდ, მოსკოვში მიდიოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics