|
2023-03-29 21:50:32, 1261 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოს შვედეთის გვირგვინოსანი პრინცესა ვიქტორია ეწვია - ვიდეო
საქართველოს შვედეთის გვირგვინოსანი პრინცესა ვიქტორია ეწვია. პრინცესა ვიქტორიას საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა უმასპინძლა. შვედეთის საელჩოს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პრინცესა ვიქტორიას საქართველოში ვიზიტი 30 მარტამდე გაგრძელდება. აღნიშნული ვიზიტი ევროკავშირის საბჭოს შვედეთის თავმჯდომარეობის პერიოდში, 2023 წლის პირველი ნახევრის განმავლობაში ხორციელდება. „შვედეთის ევროკავშირის თავმჯდომარეობის ერთ-ერთი პრიორიტეტია ევროკავშირის სამოქალაქო კრიზისების მართვის მნიშვნელობის ხაზგასმა და ევროკავშირის სამოქალაქო CSDP (ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის სფეროში მომუშავე) მისიების გაძლიერება. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქართველოში არის მთავარი მაგალითი იმისა, როგორ შეუძლიათ ევროკავშირის სამოქალაქო CSDP მისიებს, დაეხმარონ სტაბილურობის უზრუნველყოფაში, უსაფრთხოების ხელშეწყობასა და ნდობის ჩამოყალიბებაში იმ ქვეყნებში, სადაც ისინი აქტიურობენ. საქართველოში ვიზიტით, გვირგვინოსან პრინცესას ასევე სურს, ხაზი გაუსვას ჩვენს ქვეყნებსა და ხალხს შორის არსებულ მრავალწლიან მეგობრობასა და პარტნიორობას“, - ნათქვამია შვედეთის საელჩოს ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)