23:45 - 02 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-29 17:15:54, 1176 ნახვა

საზოგადოება
„საქართველოს მოღალატე, პუტინის მონა“ - „უცხოური აგენტების“ კანონპროექტზე ხელმომწერების პოსტერები დედაქალაქში

დედაქალაქის ქუჩებში "ხალხის ძალის" მიერ ინიცირებული "უცხოური აგენტების" კანონპროექტზე ხელმომწერი პოლიტიკოსების პოსტერები გამოჩნდა, წარწერებით - "საქართველოს სირცხვილი", "მოღალატე" და  "პუტინის მონა".

მომხდარ ფაქტს "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ როდესაც "ადამიანი ქვეყანას ღალატობს, პუტინისტობს და საქართველოს ოკუპანტ ქვეყანაში ექაჩება", საზოგადოებას აღნიშნულზე შესაბამისი რეაქცია აქვს.

"რუსული ოცნების და რუსულ კანონზე ხელმომწერების პოსტერები დედაქალაქში - როცა ქვეყანას ღალატობ, პუტუნისტობ და საქართველოს, ოკუპანტ ქვეყანაში ექაჩები, შესაბამისი რეაქცია აქვს ხალხს.

ჩვენი ქვეყნის მომავალი ევროპაშია", - წერს ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დიდი ბრიტანეთი იმიგრაციის წესებს ამკაცრებს
ტაკერ კარლსონი - აშშ-მ შესაძლოა ირანზე ბირთვული დარტყმა უახლოეს დღეებში განახორციელოს
ადვოკატი ღარიბაშვილის მიმართ სავარაუდო წამების ფაქტზე გამოძიების დაწყებას ითხოვს
რეპორტიორები საზღვრებს გარეშემ ბიძინა ივანიშვილი „პრესის თავისუფლების მტაცებელთა“ სიაში კვლავ შეიყვანა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics