03:42 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-29 15:01:23, 767 ნახვა

პოლიტიკა
მდინარაძე სააკაშვილზე - შექმნა სისტემა, რომელიც აწამებდა და კლავდა - ახლა მას სახელმწიფო ეხვეწება, რომ საჭმელი შეჭამოს

გათავისუფლების იმედად, თვითდაზიანებას აგრძელებს,- ამის შესახებ "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ მესამე პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ექსპრეზიდენტს "სახელმწიფო ეხვეწება, რომ საჭმელი ჭამოს, რაც მას შეუძლია".

"1% დავუშვათ, რომ მართლაც ვერ ჭამს, არადა ექიმები ამბობენ, რომ შეუძლია ჭამოს და არ ჭამს ანუ თვითდაზიანებას ეწევა. მარტივი კითხვაა - რატომ არ იღებს სხვა სამედიცინო მომსახურებას, მაგალითად გადასხმებით რატომ არ იღებს იმ კალორაჟს, რაც მარტივი შესაძლებელია სამედიცინო თვალსაზრისით. შესაბამისად, ეს არის მთავარი მტკიცებულება იმისა, რომ ის თვითდაზიანებას აგრძელებს გათავისუფლების იმედად და მარტივად შეუძლია ყველას კითხვა დასვას - რატომ არ იკეთებს გადასხმას? გადასხმას გაიკეთებს და პრობლემა არ ექნება კიდეც რომ ვერ ჭამოს, მაგრამ სინამდვილეში, ჭამაც შეუძლია და კალორაჟს არ იღებს თვითდაზიანების მიზნით. მსოფლიოში არ არსებობს პენიტენციური სისტემა, რომელიც თვითდაზიანებაზე რეაგირებს გათავისუფლებით. გამოსავალი არის ჭამოს. ადამიანმა შექმნა სისტემა, რომელიც აწამებდა და კლავდა ციხეში და ახლა სახელმწიფო ეხვეწება, რომ შეჭამოს საჭმელი", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი წერს, რომ თავს დაესხნენ
ორბანმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics