|
2023-03-29 14:05:53, 975 ნახვა
საზოგადოება
სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიას რეფერენს ლაბორატორიის სტატუსი მიენიჭა
სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია საქართველოში პირველია, რომელსაც რეფერენს ლაბორატორიის სტატუსი მიენიჭა,- აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის გუნდი 2015 წლიდან მუშაობს აღნიშნული სტატუსის მოპოვებისთვის. დღეის მდგომარეობით, ლაბორატორიის ქსელში რეფერენს კვლევების ჩატარება სამი ძირითადი მიმართულებითაა შესაძლებელი, ესენია სურსათის კვლევა, ცხოველთ დაავადებებისა და მცენარეთა მავნე ორგანიზმების დიაგნოსტიკა. მათივე ცნობით, ლაბორატორიის გუნდი აქტიურად მუშაობდა როგორც სახელმწიფო, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებთან და ექსპერტებთან; წლების განმავლობაში ჩატარებული სამუშაოებისა და კონსულტაციების შედეგად, ლაბორატორიას რეფერენს სტატუსი მიენიჭა. „რეფერენს ლაბორატორიის სტატუსის ქვეშ მოიაზრება იმ უფლებამოსილების მქონე ლაბორატორია, რომელიც სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში აღებული ნიმუშის რეფერენტულ ლაბორატორიულ გამოცდას ატარებს. ლაბორატორიას ეძლევა უფლებამოსილება, ჩაატაროს რეფერენტული გამოცდები სადაო საკვლევ ნიმუშებზე. ამასთანავე, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიას შეუძლია ჩაუტაროს სწავლებები ყველა დაინტერესებულ ლაბორატორიას სპეციალისტების გადამზადების მიმართულებითა და სხვადასხვა კვლევის მეთოდების დანერგვის მიზნით. ბიზნესოპერატორებსა და დაინტერესებული პირებს უკვე საშუალება აქვთ, ადგილზე მიიღონ იმ საერთაშორისო რეფერენტული გამოცდების შედეგები, რომლებიც აქამდე მხოლოდ სხვა ქვეყნის რეფერენს ლაბორატორიებში იყო ხელმისაწვდომი“,- აღნიშნულია ინფორმაციაში. სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის ქსელში არსებული რეფერენს კვლევების ჩამონათვალი შეგიძლიათ იხილოთ ლაბორატორიის ვებგვერდზე: http://sla.gov.ge/Ge/Files/ViewFile/3202
დიდი ბრიტანეთი იმიგრაციის წესებს ამკაცრებს
ტაკერ კარლსონი - აშშ-მ შესაძლოა ირანზე ბირთვული დარტყმა უახლოეს დღეებში განახორციელოს
ადვოკატი ღარიბაშვილის მიმართ სავარაუდო წამების ფაქტზე გამოძიების დაწყებას ითხოვს
რეპორტიორები საზღვრებს გარეშემ ბიძინა ივანიშვილი „პრესის თავისუფლების მტაცებელთა“ სიაში კვლავ შეიყვანა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)