|
2023-03-29 11:36:26, 813 ნახვა
პოლიტიკა
ბეჟაშვილი - წარმოუდგენელია დეპოლარიზაცია სააკაშვილისა და გვარამიას საკითხის სამართლიანად გადაწყვეტის გარეშე მოხდეს
წარმოუდგენელია დეპოლარიზაცია მიხეილ სააკაშვილისა და ნიკა გვარამიას საკითხის სამართლიანად და ობიექტურად გადაწყვეტის გარეშე მოხდეს, - ამის შესახებ ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელმა, ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა. როგორც ბეჟაშვილმა მედიის წარმომადგენლებს პარლამენტში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებთან შეხვედრის შემდეგ უთხრა, ასევე, მნიშვნელოვანია 12- პუნქტიანი გეგმით განსაზღვრული საკითხების შესრულება. „წარმოუდგენელია დეპოლარიზაცია მოხდეს მიხეილ სააკაშვილისა და ნიკა გვარამიას საკითხის სამართლიანად და ობიექტურად გადაწყვეტის გარეშე, რაც არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაღობა ამ პროცესში. ასევე, მნიშვნელოვანია 12- პუნქტიანი გეგმით განსაზღვრული საკითხები შესრულდეს იმ სულისკვეთებით, რომელიც მიღებულია ევროსაბჭოს და ევროპარლამენტის რეზოლუციებში და ევროკომისიის გადაწყვეტილებებში და არა კოსმეტიკურად - როგორც ეს წარმოუდგენია „ქართულ ოცნებას", - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა. ბეჟაშვილის თქმით, ჯერ კიდევ გადასადგმელია მნიშვნელოვანი ნაბიჯები მათ შორის, საარჩევნო და სასამართლო რეფორმის კუთხით. „ჩვენ ვხედავთ, რომ ერთი წლის განმავლობაში „ქართული ოცნება" ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის არჩევის საკითხს არც კი იხილავს. მნიშვნელოვანია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრებთან დაკავშირებით კონსენსუსის მიღწევა. ასევე, სასამართლო რეფორმის კუთხით, მნიშვნელოვანი ნაბიჯების და ცვლილებების განხორციელება, ანტიკორუფციული საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც ოპოზიციას შემოთავაზებული აქვს და შეესაბამება ევროსაბჭოს და ევროპარლამენტის რეზოლუციებს. მნიშვნელოვანია დეოლიგარქიზაციის კანონპროექტის განხილვა, რომელიც ასევე ინიცირებული აქვს საპარლამენტო ოპოზიციას. ეს პროექტი უფრო შეესაბამება ვენეციის კომისიის დასკვნას და მოთხოვნებს. მათ მოინიშნეს ეს საკითხები, რომლებსაც უმრავლესობის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განიხილავენ. ვფიქრობ, საბოლოო ჯამში, მონიტორინგის ჯგუფი, უკვე საკმარის ინფორმაციას ფლობს იმისთვის, რომ პოლიტიკური პროცესების ობიექტური ანალიზი მოახდინონ", - ამბობს ბეჟაშვილი. ცნობისთვის, დღეს, 29 მარტს ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" - გაერთიანებული ოპოზიცია ძალა ერთობაშია" წევრები ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებს შეხვდნენ. მხარეებმა, საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით, 12- პუნქტიანი გეგმით განსაზღვრული საკითხების შესრულების მიმდინარეობაზე ისაუბრეს.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)