|
2023-03-28 18:10:03, 745 ნახვა
პოლიტიკა
ვოლსკი ნორვეგიის ელჩის დაბარებაზე - სწორია, ნებისმიერ შემთხვევაში, ნებისმიერ ქვეყანაში ეს დემარში განსახორციელებელია
რაც შეეხება ელჩის დაბარებას, სწორია, ნებისმიერ შემთხვევაში, ნებისმიერ ქვეყანაში ეს დემარში განსახორციელებელია, - ასე გამოეხმაურა "ქართული ოცნების" დეპუტატი, გია ვოლსკი საგარეო საქმეთა სამინისტროში ნორვეგიის ელჩის ჰელენ სანდ ანდერსის დაბარების საკითხს. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უწყებაში ნორვეგიის სრულუფლებიან ელჩთან ჰელენ სანდ ანდერსენთან შეხვედრა გაიმართა, რომელიც ნორვეგიის კონსერვატიული პარტიის მიერ მიხეილ სააკაშვილისთვის ადამიანის უფლებების ხელშეწყობისთვის ჯილდოს გადაცემასა და ამასთან დაკავშირებით ნორვეგიის ელჩის გაკეთებულ კომენტარს ეხებოდა. "რაც შეეხება ელჩის დაბარებას, სწორია, ნებისმიერ შემთხვევაში, ნებისმიერ ქვეყანაში ეს დემარში განსახორციელებელია და ეს გარკვეული პრეტენზიები ამასთან დაკავშირებით უნდა წაუყენო, თუმცა წინასწარვე ვიცით, რომ ელჩის განცხადება იქნება ისეთი, როგორიც მოსალოდნელია, რომ იყოს სხვა სტრუქტურებიდან მიღებული განცხადებებიც, რომ ეს არ გამოხატავს ნორვეგიის ხელისუფლების ოფიციალურ პოზიციას", - განაცხადა ვოლსკიმ. შეგახსენებთ, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს ნორვეგიელი პოლიტიკოსის, შურ ლინდერბრექეს სახელობის პრიზი გადაეცა. ჯილდო მესამე პრეზიდენტის ოჯახის წევრებმა ჩაიბარეს.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)