|
2023-03-28 17:50:51, 1771 ნახვა
კომენტარი
ჯაფარიძე რამიშვილზე - ლინჩის წესით ხომ არ გავასამართლებთ, სასამართლო როცა მიიღებს გადაწყვეტილებას შემდეგ ვისაუბროთ
სასამართლომდე ასე ადამიანის აპრიორი გამტყუნება მიუღებელია, 65-იც [ქალი] რომ იყოს, სასამართლო როცა მიიღებს გადაწყვეტილებას შემდეგ ვისაუბროთ, - ასე გამოეხმაურა ტელეკომპანია POSTV-ის მფლობელი და ანტიდასავლური მოძრაობა "ხალხის ძალის" დეპუტატი, ვიქტორ ჯაფარიძე მისივე ტელევიზიის ხელმძღვანელის, შალვა რამიშვილის წინააღმდეგ გაჟღერებულ შესაძლო სექსუალური შევიწროების ფაქტებს. მისივე თქმით, სასამართლო გადაწყვეტილება არა მხოლოდ მისთვის და შალვასთვის, არამედ ნებისმიერი ადამიანიასითვის არის გადამწყვეტი, აქედან გამომდინარე როგორც თავად აღნიშნავს, სასამართლოს განაჩენის გამოტანამდე ამ თემაზე საუბარს არ აპირებს. "ლინჩის წესით ხომ არ გავასამართლებთ ადამიანს კაცო, რა გინდათ? სასამართლოს მიმართონ, სასამართლო გადაწყვეტილება არა მარტო ჩემთვის და შალვასთვის, ნებისმიერი ადამიანისთვის არის გადამწყვეტი. სასამართლომდე ასე ადამიანის გამტყუნება, რომ გინდა თუ არა ესე იყო, ჩემთვის მიუღებელია. არ აქვს მნიშვნელობა, 65 [ქალიც] რომ იყოს, სასამართლო როდესაც მიიღებს გადაწყვეტილებას, შემდეგ ვისაუბრებთ", - განაცხადა ვიქტორ ჯაფარიძემ. შეგახსენებთ, რომ 112-ში ტელევიზია POSTV-ის ჟურნალისტის, ნათია ბერიძის მიერ განხორციელებული ზარის გამო, 25 მარტს, გვიან ღამით "ნაციონალური მოძრაობის" წევრის, დიმა ჩიქოვანის საცხოვრებელ სახლში პოლიციამ საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა. ირკვევა, რომ 112-ში ჟურნალისტმა ნათია ბერიძემ დარეკა და განაცხადა, რომ დავით კეზერაშვილის ცოლის ძმამ, სავარაუდოდ, თათია სამხარაძე გაიტაცა. ჩიქოვანმა მომხდარს პროვოკაცია უწოდა და განაცხადა, რომ ყველაფერი POSTV-მა საკუთარი თავის გასათეთრებლად დაგეგმა. 26 მარტს, თათია სამხარაძემ სოციალურ ქსელში გაავრცელა ვიდეო, სადაც თქვა რომ POSTV-ი იტყუება, თითოს ის ენმ-ის წევრის, დიმა ჩიქოვანის ბინიდან ვერ გამოდის და აქვს ჩალურჯებები. სამხარაძემ ვიდეო სახლიდან ჩაწერა, სადაც მამამისთან ერთად იყო. მომხდართან დაკავშირებით, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ტელეკომპანია POSTV-ის ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით დაიწყო. 27 მარტს, თათია სამხარაძემ სოციალურ ქსელში მორიგი განცხადება გაავრცელა და პრეზიდენტს დახმარებისკენ მოუწოდა. საქართველოს პრეზიდენტმა, აღნიშნულის შესახებ საჯარო კომენტარი გააკეთა და ქალების მიმართ ყოველგვარი ძალადობა და შევიწროება დაგმო. აღსანიშნავია, რომ 2016 წელს, სამხარაძემ POSTV-ის აღმასრულებელ დირექტორს, შალვა რამიშვილს სექსუალური შევიწროების გამო უჩივლა და დავა მოიგო. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, რამიშვილი სექსუალურ შევიწროებაში კიდევ რამდენიმე ქალმა ამხილა.
კინოპროდიუსერი და კინოთეატრების ქსელ კავეას ხელმძღვანელი ოთარ ბუბაშვილი გარდაიცვალა
მარინ ლეპენი დემოკრატიის საფრთხის შესახებ აფრთხილებს და მაკრონის მთავრობას აკრიტიკებს
ფასების ზრდის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები: მილანში 50 ადამიანი დააკავეს, შეტაკებები ტურინსა და ბოლონიაშიც
თურქ მომღერალ ილიას იალჩინტაშს ნარკოტიკებთან დაკავშირებულ საქმეში მინიმუმ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
Z-ბლოგერებმა უარყვეს რუსეთის გენერალური შტაბის მტკიცება, რომ მათ დონეცკის ოლქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი დაიკავეს
რუსეთმა სლავიანსკს FAB-250-ით დაარტყა: მრავალსართულიანი შენობები დაინგრა, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)