04:57 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-28 16:30:13, 796 ნახვა

პოლიტიკა
რუსეთი სომხეთის ხელისუფლებას ჰააგის სასამართლოსთან კავშირის შეწყვეტისკენ მოუწოდებს

რუსეთი სომხეთის ხელისუფლებას ჰააგის სასამართლოსთან კავშირის შეწყვეტისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

სტატიაში აღნიშნულია, რომ იმ შემთხვევაში თუ სომხეთის ხელისუფლება არ შეწყვეტს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან კავშირს, რუსეთის ხელისუფლება "ქმედით ნაბიჯებს" გადადგამს.

რუსული ახალი ამბების სააგენტო "რია ნოვოსტის" ინფორმაციის თანახმად, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მათ განუცხადა, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ ვლადიმერ პუტინის დაკავების ორდერის გაცემის შემდეგ, მოსკოვისთვის აბსოლუტურად მიუღებელია, რომ ერევანი ჰააგის სასამართლოს რომის წესდებას შეუერთდეს.

შეგახსენებთ, ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. ორდერი ასევე ბავშვთა საკითხების ომბუდსმენის მარია ლვოვა-ბელოვას დაკავებაზეც გაიცა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი წერს, რომ თავს დაესხნენ
ორბანმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics