11:00 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-28 10:55:10, 1229 ნახვა

მსოფლიო
კანადა ირანის წინააღმდეგ დამატებით სანქციებს აწესებს

კანადა ირანის წინააღმდეგ დამატებით სანქციებს აწესებს. როგორც ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მელანი ჯოლიმ განაცხადა, ეს არის კანადის მიერ ირანის რეჟიმის წინააღმდეგ 2022 წლის ოქტომბრის შემდეგ დაწესებული სანქციების მეათე პაკეტი.

სანქცირებულთა სიაში მოხვდა 8 ფიზიკური პირი და 2 სუბიექტი, მათ შორის არიან ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსისა და სამართალდამცავი ძალების მაღალი თანამდებობის პირები. მათ სანქციები ადამიანის უფლებების უხეში და სისტემატური დარღვევის გამო დაუწესდათ. ასევე დასანქცირდნენ მაღალი თანამდებობის პირები, რომლებიც ირანში დრონებისა და ბალისტიკური რაკეტების წარმოებაში არიან ჩართული.

"დღევანდელი ზომები, რომლებიც კრძალავს  ფიზიკურ პირებთან და ერთეულებთან ურთიერთობას, ფაქტობრივად, გაყინავს ყველა აქტივს, რომელსაც ისინი კანადაში ფლობენ. კანადა გააგრძელებს მის ხელთ არსებული ყველა დიპლომატიური ინსტრუმენტების გამოყენებას, რათა უპასუხოს ირანის რეჟიმის მიერ ადამიანის უფლებების მუდმივ დარღვევას, პროპაგანდასა და ქმედებებს, რომლებიც საფრთხეს უქმნის საერთაშორისო მშვიდობასა და სტაბილურობას", - ნათქვამია კანადის მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
აშშ-ს სურს ჰორმუზის სრუტისთვის ახალი კოალიციის შექმნა - The Wall Street Journal
შსს-ს გენერალური ინსპექციის უფროსმა, დავით არჩვაძემ თანამდებობა დატოვა
ბოჭორიშვილი: მოსკოვის მექანიზმი პოლიტიკური მიზნებისთვის ამოქმედებული ინსტრუმენტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics