04:58 - 10 May, 2026
|
2023-03-27 21:40:31, 740 ნახვა
პოლიტიკა
უნგრეთის პარლამენტმა ფინეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭირა
უნგრეთის პარლამენტმა ფინეთის NATO-ში გაწევრიანების განაცხადის რატიფიცირება მოახდინა. კენჭისყრაში მონაწილეობა 199-მა დეპუტატმა მიიღო - გაწევრიანებას მხარი 96%-მა ანუ 182-მა წევრმა დაუჭირა. იმისთვის, რომ ფინეთი NATO-ს სრულუფლებიანი წევრი გახდეს, საჭიროა ალიანსის ყველა წევრი ქვეყნის პარლამენტისგან კანონზე მხარდაჭერა. ფინეთის ნატოში გაწევრიანებას მხარი უკვე დაუჭირა თურქეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა, გახდება თუ არა ფინეთი NATO-ს წევრი ეს უკვე თურქეთის პარლამენტზეა დამოკიდებული, ვინაიდან რატიფიცირება სწორედ მათ უნდა მოახდინონ. შეგახსენებთ, NATO-ში გაწევრიანების კანონს ფინეთის პრეზიდენტმა ხელი 23 მარტს მოაწერა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)