|
2023-03-27 12:46:39, 694 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი - საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დანერგვა ივანიშვილს ეკუთვნის - შედეგად, ათი ათასობით ადამიანი გადარჩა
მინდა ყველას მადლობა გადავუხადო, ამ პროგრამის ამოქმედება, დანერგვა, დაწყება ეკუთვნის ჩვენი პარტიის დამფუძნებელს, ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ბიძინა ივანიშვილს და ესაა შედეგი, რითაც ათასობით ადამიანი გადარჩა და ათი ათასობით. რომ ყოფილიყო ისევ ეს მჩაგვრელი, ნეოფაშისტური რეჟიმი ქვეყანაში ძალიან ბევრი, 10 000-ობით ადამიანი უბრალოდ ვერ შეძლებდა მკურნალობას და ამდენი, ათასობით სიცოცხლე გადავარჩინეთ, ესაა რეალობა - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. როგორც ღარიბაშვილმა მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, კერძო სამედიცინო კლინიკებმა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამებზე სახელმწიფოს მიერ დახარჯული თანხებიდან თითქმის 6.8 მლრდ ლარი მიიღეს. „ჩვენ ძალიან ბევრი დახმარება გამოვუყავით კერძო კლინიკებს, მთელი ეს თანხა წავიდა კერძო კლინიკებში, 6 მლრდ 800 მლნ ლარი და 200 მლნ წავიდა სახელმწიფო კლინიკებში. ამით, რა თქმა უნდა, ფეხზე დადგა ჯანდაცვის სექტორი, ძალიან განვითარდა ბოლო 10 წელიწადში. ესაა ჩვენი ხელწერა. ანუ რა რეალობა დაგვხვდა და რა გვაქვს დღეს - არის როგორც დღე და ღამე. ჩვენ მანამდე გახსოვთ, რომ სახელმწიფო რეალურად ადამიანებს, მოქალაქეებს იჭერდა, აწამებდა, კლავდა და ათას უბედურებას მართებდა, ამის შემდეგ არ მკურნალობდა, მიგდებული ყავდა აბსოლუტურად ბედის ანაბარად რომ იტყვიან. ჩვენ ყველა ეს მიდგომა შევცვალეთ და სახეზე გვაქვს ძალიან მაგარი შედეგი", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)