|
2023-03-27 09:55:25, 1364 ნახვა
საზოგადოება
„ივანიშვილის რუსული მთავრობა ყველას მიადგება“ - „გირჩი - მეტი თავისუფლება“ თათია სამხარაძეს მხარდაჭერას უცხადებს
ივანიშვილის რუსული მთავრობა ყველას მიადგება. არამარტო მათ, ვისგანაც საფრთხეს გრძნობს,- ასე ეხმაურება პარტია "გირჩი - მეტი თავისუფლება" თათია სამხარაძის გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს და მას სრულ მხარდაჭერას უცხადებს. როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, "ხელისუფლება და მისი პროპაგანდისტები, თათია სამხარაძეს არამხოლოდ აშავებენ, არამედ ფიზიკურად და კანონის უსამართლო გამოყენებით, მასზე ძალადობენ იმისათვის, რომ გადაფარონ გარყვნილი პროპაგანდონის უღირსი საქციელი'' ''სრული მხარდაჭერა, სოლიდარობა და გვერდში დგომა თათია სამხარაძეს. ივანიშვილის რუსული მთავრობა ყველას მიადგება. არამარტო მათ, ვისგანაც საფრთხეს გრძნობს, არამედ მათაც, ვისი გაშავებითაც თავის მცირე რაოდენობის იდიოტ და მოძალადე მხარდამჭერებს გამოკვებავს. დღეს, მთელი ხელისუფლება და მისი პროპაგანდისტები, თათია სამხარაძეს არამხოლოდ აშავებენ, არამედ ფიზიკურად და კანონის უსამართლო გამოყენებით, მასზე ძალადობენ იმისათვის, რომ გადაფარონ გარყვნილი პროპაგანდონის უღირსი საქციელი'', - აღნიშნულია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ 112-ში ტელევიზია POSTV-ის ჟურნალისტის, ნათია ბერიძის მიერ განხორციელებული ზარის გამო, 25 მარტს, გვიან ღამით "ნაციონალური მოძრაობის" წევრის, დიმა ჩიქოვანის საცხოვრებელ სახლში პოლიციამ საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა. ირკვევა, რომ 112-ში ჟურნალისტმა ნათია ბერიძემ დარეკა და განაცხადა, რომ დავით კეზერაშვილის ცოლის ძმამ, სავარაუდოდ, თათია სამხარაძე გაიტაცა. ჩიქოვანმა მომხდარს პროვოკაცია უწოდა და განაცხადა, რომ ყველაფერი POSTV-მა საკუთარი თავის გასათეთრებლად დაგეგმა. 26 მარტს, თათია სამხარაძემ სოციალურ ქსელში გაავრცელა ვიდეო, სადაც თქვა რომ "პოსტივი" იტყუება, თითოს ის ენმ-ის წევრის, დიმა ჩიქოვანის ბინიდან ვერ გამოდის და აქვს ჩალურჯებები. სამხარაძემ ვიდეო სახლიდან ჩაწერა, სადაც მამამისთან ერთად იყო. მომხდართან დაკავშირებით, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ტელეკომპანია POSTV-ის ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით დაიწყო. 2016 წელს, თათია სამხარაძემ POSTV-ის აღმასრულებელ დირექტორს, შალვა რამიშვილს სექსუალური შევიწროების გამო უჩივლა და დავა მოიგო. აღსანიშნავია, რომ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, რამიშვილი სექსუალურ შევიწროებაში კიდევ რამდენიმე ქალმა ამხილა.
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
პეტერბურგში დიზელის დეფიციტია მას შემდეგ, რაც საწვავი სასწრაფოდ გაიგზავნა შეერთებულ შტატებში
დიდი ბრიტანეთი იმიგრაციის წესებს ამკაცრებს
ტაკერ კარლსონი - აშშ-მ შესაძლოა ირანზე ბირთვული დარტყმა უახლოეს დღეებში განახორციელოს
|
რედაქტორის რჩევით
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)