|
2023-03-27 09:37:42, 838 ნახვა
საზოგადოება
ბურჯანაძე - ყველა მოძალადე და სექსუალურად შემვიწროებელი მაქსიმალურად უნდა დაისაჯოს
სახალხო დამცველის მოადგილე გიორგი ბურჯანაძე თათია სამხარაძესთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და წერს, რომ ყველა მოძალადე და სექსუალურად შემვიწროებელი უნდა დაისაჯოს. ბურჯანაძის თქმით, მომხდარი კარგად აჩვენებს პირადი ცხოვრების უფლების უკანონო ხელყოფას, დისკრედიტაციასა და სამართალდამცველების პოლიტიკური მიზნით გამოყენებას. "რამდენჯერმე ვუყურე თათია სამხარაძის ვიდეოს. წარმოუდგენელია ის ყველაფერი რაც მის მიმართ მიმდინარეობს. უფრო სწორად, წარმოუდგენელია ამ უკანონობისა და სითავხედის მასშტაბი! ერთი შეხედვით მედიის თავისუფლების ანტურაჟით შენიღბული სახელისუფლო პროპაგანდისტის გადასარჩენი სპეცოპერაცია, მაგრამ რეალურად ეს გაცილებით მეტია და კარგად ჩანს პირადი ცხოვრების უფლების უკანონო ხელყოფა, უფლებადამცველების შევიწროება და დისკრედიტაცია და სამართალდამცველების პოლიტიკური მიზნით გამოყენება. ამ ყველაფრის თანმდევი მძიმე ადამიანური ტვირთის ატანა უწევს თათიას და მის ახლობელ ადამიანებს. ძნელია ამ საშინელების მოთმენა და პირველ რიგში გამძლეობის სურვილები მას, ჩემგან როგორც თანამოქალაქისგან. ყველა მოძალადე და სექსუალურად შემვიწროებელი უნდა დაისაჯოს მაქსიმალურად და სრულად!",- წერს გიორგი ბურჯანაძე სოციალურ ქსელში. შეგახსენებთ, რომ 112-ში ტელევიზია POSTV-ის ჟურნალისტის, ნათია ბერიძის მიერ განხორციელებული ზარის გამო, 25 მარტს, გვიან ღამით "ნაციონალური მოძრაობის" წევრის, დიმა ჩიქოვანის საცხოვრებელ სახლში პოლიციამ საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა. ირკვევა, რომ 112-ში ჟურნალისტმა ნათია ბერიძემ დარეკა და განაცხადა, რომ დავით კეზერაშვილის ცოლის ძმამ, სავარაუდოდ, თათია სამხარაძე გაიტაცა. ჩიქოვანმა მომხდარს პროვოკაცია უწოდა და განაცხადა, რომ ყველაფერი POSTV-მა საკუთარი თავის გასათეთრებლად დაგეგმა. 26 მარტს, თათია სამხარაძემ სოციალურ ქსელში გაავრცელა ვიდეო, სადაც თქვა რომ "პოსტივი" იტყუება, თითოს ის ენმ-ის წევრის, დიმა ჩიქოვანის ბინიდან ვერ გამოდის და აქვს ჩალურჯებები. სამხარაძემ ვიდეო სახლიდან ჩაწერა, სადაც მამამისთან ერთად იყო. მომხდართან დაკავშირებით, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ტელეკომპანია POSTV-ის ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით დაიწყო. 2016 წელს, თათია სამხარაძემ POSTV-ის აღმასრულებელ დირექტორს, შალვა რამიშვილს სექსუალური შევიწროების გამო უჩივლა და დავა მოიგო. აღსანიშნავია, რომ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, რამიშვილი სექსუალურ შევიწროებაში კიდევ რამდენიმე ქალმა ამხილა.
პირველმა არხმა ფეხბურთში 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჩვენების ლიცენზია დაკარგა
საქართველოში შემაშფოთებელი ტენდენციებია - მედიის თავისუფლების კოალიციის 16 წევრი ქვეყანა
კობახიძე - გვქონდა საინტერესო საუბრები ევროპელ ლიდერებთან
კობახიძე ამბობს, რომ დიუშენით დაავადებული ბავშვებისთვის არც 1 და არც 50 თეთრი არ ენანება, თუმცა ფარმაცევტულ მაფიაზე მტკიცებულებების გარეშე საუბრობს
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)