|
2023-03-27 09:22:08, 1167 ნახვა
მსოფლიო
ისრაელის პრეზიდენტი - მოგიწოდებთ, დაუყოვნებლივ შეაჩეროთ საკანონმდებლო პროცესი
მოგიწოდებთ, დაუყოვნებლივ შეაჩეროთ საკანონმდებლო პროცესი,- ამის შესახებ ისრაელის პრეზიდენტმა, ისააკ ჰერცოგმა განაცხადა. მისი თქმით, ახლა არ არის პოლიტიკის დრო, ახლა ლიდერობისა და პასუხისმგებლობის დროა. “მთელი ერი ღრმად შეშფოთებულია. უსაფრთხოება, ეკონომიკა, საზოგადოება, ყველაფერს საფრთხე ემუქრება. ისრაელის ხალხთა ერთიანობისთვის, იმ პასუხისმგებლობისთვის, რომელიც გეკისრებათ, მოგიწოდებთ დაუყოვნებლივ შეაჩეროთ საკანონმდებლო პროცესი. ახლა არ არის პოლიტიკის დრო, ახლა არის ლიდერობისა და პასუხისმგებლობის დრო”,- განაცხადა ჰერცოგმა. ამასთან, ისრაელის მედიის ცნობით, ქვვეყნის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ დღეს განცხადების გაკეთებას გეგმავს. შეგახსენებთ, რომ ისრაელში საპროტესტო აქციები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. საპროტესტო გამოსვლები მას შემდეგ დაიწყო, რაც პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ თავდაცვის მინისტრი იოავ გალანტი თანამდებობიდან გაათავისუფლა, რომელიც სასამართლო რეფორმის შეჩერებას მოითხოვდა. ამასთან, პარალელურად, ნიუ-იორკში ისრაელის გენერალურმა კონსულმა, ნეთანიაჰუს მთავრობის ქმედებების გამო, გადადგომის შესახებ განაცხადა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)