|
2023-03-26 18:51:04, 1070 ნახვა
საზოგადოება
მთავარეპისკოპოსი იაკობი - ვინმე გაბედავს პუტინის დაჭერას? უნდა ვინმეს არეულობა? - ვიდეო
ვინმე გაბედავს პუტინის დაჭერას? უნდა ვინმეს არეულობა? - თავს იტყუებენ - ამის შესახებ, ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა იაკობმა საკვირაო ქადაგების დროს განაცხადა. "რა გააკეთეს ახლა, ერთ-ერთი სახელმწიფოს მეთაური ომის დამნაშავედ შეირაცხა, სასამართლომ გასცა მისი დაკავების ბრძანება. მე არ ვიცი, ომი რომ მიმდინარეობს - თავს იტყუებენ, თუ ვის დააკავებს. მაშინვე ჩინეთმა რა გააკეთა, ჩავიდა [რუსეთში] და შეხვდა იმას [პუტინს] ხომ, ანუ არაფრად ჩააგდო იმიტომ რომ იმ სასამართლოს [სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო] წევრები არ არიან არც ამერიკა, არც ჩინეთი, არც რუსეთი არის და იმათთვის არაფერს ნიშნავს. თუ არ მოუგე რუსეთს, როგორ გინდა დაიჭირო. საინტერესოა, ქვეყანაში რომ ჩააკითხონ, ვინმე გაბედავს დაჭერას? უნდა ვინმეს არეულობა? თავიანთთან რომ არეულობა არ იყოს და უკრაინის გარეთ რომ არ გავიდეს, ფულს ხომ მაგაში იხდიან, იარაღითაც ხომ მაგიტომ აიარაღებენ ადამიანებს. ამიტომ დაფიქრება გვმართებს" - განაცხადა ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა იაკობმა. შეგახსენებთ, 17 მარტს, ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. აღნიშნულ საკითხზე კომენტირებისას გერმანიის იუსტიციის მინისტრმა, მარკო ბუშმანმა თქვა, რომ თუ რუსეთის პრეზიდენტი გერმანიის მიწაზე ფეხს დადგამს, მის წინააღმდეგ დაკავების ორდერი დაუყოვნებლივ გაიცემა.
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
პეტერბურგში დიზელის დეფიციტია მას შემდეგ, რაც საწვავი სასწრაფოდ გაიგზავნა შეერთებულ შტატებში
დიდი ბრიტანეთი იმიგრაციის წესებს ამკაცრებს
ტაკერ კარლსონი - აშშ-მ შესაძლოა ირანზე ბირთვული დარტყმა უახლოეს დღეებში განახორციელოს
|
რედაქტორის რჩევით
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)