|
2023-03-26 13:05:15, 878 ნახვა
მსოფლიო
ერდოღანმა პუტინს უკრაინაში ომის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდა
თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს სატელეფონო საუბრის დროს უკრაინაში ომის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდა. ერდოღანმა, ასევე, მადლობა გადაუხადა პუტინს შავი ზღვის შეთანხმების გაგრძელებისთვის. შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმება, რომელმაც უკრაინას საკვები პროდუქტების ექსპორტის განახლების საშუალება მისცა მას შემდეგ, რაც რუსეთის შემოჭრამ ქვეყანაში რამდენიმე პორტი ჩაკეტა, გასულ კვირას გაგრძელდა. კიევმა და მოსკოვმა მარცვლეულის შეთანხმებას თავდაპირველად ხელი გასულ ზაფხულს, გაეროსა და თურქეთის ეგიდით მოაწერეს. კრემლის პუტინ-ერდოღანის სატელეფონო საუბრის შემდეგ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ ლიდერებმა სირიაში არსებული ვითარებაც განიხილეს. ხაზი გაუსვეს "თურქეთსა და სირიას შორის ურთიერთობების ნორმალიზების პროცესის გაგრძელების აუცილებლობას" და მასში "რუსეთის, როგორც შუამავლის კონსტრუქციულ როლს".
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)