|
2023-03-26 12:51:17, 1417 ნახვა
მსოფლიო
რუსეთის თავდაცვა: აზერბაიჯანელებმა ყარაბაღში შეხების ხაზი დაარღვიეს, სიმაღლე დაიკავეს
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს ცნობას, რომლის მიხედვითაც აზერბაიჯანელმა სამხედროებმა მთიან ყარაბაღში, შუშის რეგიონში შეხების ხაზი დაარღვიეს და სიმაღლე დაიკავეს. "2023 წლის 25 მარტს აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების დანაყოფებმა დაარღვიეს აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის, სომხეთის რესპუბლიკის პრემიერმინისტრისა და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის 2020 წლის 9 ნოემბრის განცხადების 1-ელი პუნქტი, გადაკვეთეს მხარეთა შეხების ხაზი შუშის რაიონში, დაიკავეს სიმაღლე ნომერი 2 054.0 და დაიწყეს პოსტის საინჟინრო აღჭურვა". – ნათქვამია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში. რუსეთის თავდაცვის უწყების მტკიცებით, ყარაბაღში მყოფი რუსი სამშვიდობოები ესკალაციის თავიდან ასარიდებლად ზომებს იღებენ. "აზერბაიჯანულ მხარეს ვაცნობეთ მოთხოვნები სამმხრივი შეთანხმების დებულებების შესრულების აუცილებლობის, საინჟინრო სამუშაოების შეწყვეტისთვის საჭირო ზომების მიღებისა და ეროვნული შეიარაღებული ძალების აქამდე დაკავებულ პოზიციებზე დაბრუნების შესახებ". – ნათქვამია განცხადებაში. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს განცხადებას, რომ უკანონო შეიარაღებულმა ფორმირებებმა აზერბაიჯანის ტერიტორიაზე სცადეს სანგრების გათხრა, რასაც მათი საპასუხო ზომების მიღება მოჰყვა. "25 მარტის შუადღეს სომხური უკანონო შეიარაღებული ფორმირებების წევრებმა აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, სადაც დროებითაა განთავსებული რუსული სამშვიდობო კონტინგენტი, სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებად შენიღბვით, იუხარი-ვეისალის დასახლებულ პუნქტში, ფუზულის რაიონის მიმართულებით სცადეს სათხრელი სამუშაოები, სანგრების საინჟინრო მომზადების მიზნით. ჩვენი დანაყოფების მიერ მიღებული გადაუდებელი ზომების შედეგად, სამუშაოები დაუყოვნებლივ შეჩერდა". – წერია აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში. ამას გარდა, 25 მარტს აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ სომხეთიდან მთიან ყარაბაღში გადააქვთ შეიარაღება და ცოცხალი ძალა უკანონო შეიარაღებული ფორმირებებისთვის, რამაც ბოლო დღეებში ინტენსიური სახე მიიღო. ბაქოს მტკიცებით, ეს გადაადგილებები ძირითადად ღამის საათებში მიმდინარეობს. ასევე, აღნიშნულია, რომ შენიშნეს სეპარატისტული ძალების მიერ ხანქენდი(სტეფანაკერტი)-ხალფალი-ტურშსუს გზის შეკეთების ინტენსიური სამუშაოები. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ეს გზა სომხური ფორმირებების პოზიციების საბრძოლო მასალით მომარაგებისთვის გამოიყენება. ამ მოვლენების პასუხად, ნათქვამია, რომ აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა საპასუხო ზომები მიიღეს. "შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, აზერბაიჯანის არმიის დანაყოფებმა განახორციელეს ადგილობრივი კონტროლის აუცილებელი ზომები, ლაჩინის გზის ჩრდილოეთით გრუნტის გზებზე უკანონო მოქმედებების აღსაკვეთად". – ნათქვამია განცხადებაში.
კანადამ და ევროკავშირმა ალიანსის შექმნის შესახებ განაცხადეს
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას საარჩევნო კომისიის წევრების დაშინება აუკრძალა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა საკონსტიტუციო ტრიბუნალთან დაკავშირებულ კონფლიქტზე - კანონის უზენაესობის აღდგენა ჩვენი მოვალეობაა
პოლონეთის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობა დატოვა, საპროტესტო აქციები გაგრძელდა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)