|
2023-03-25 11:21:09, 543 ნახვა
საზოგადოება
მეხანძრე-მაშველებმა ბათუმის 28-ე საბავშო ბაღში იმიტირებული საჩვენებელი სწავლება ჩაატარეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის და სსიპ - სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტოს თანამშრომლებმა, ქალაქ ბათუმში, 28-ე საბავშვო ბაღში იმიტირებული საჩვენებელი სწავლება ჩაატარეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ღონისძიება ითვალისწინებდა საგანგებო სიტუაციების დროს ქცევის წესებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის ორგანიზების სწავლებას. იმიტირებული ხანძრის ქრობის პროცესში, ბაღის პერსონალისა და აღსაზრდელების ევაკუაცია განხორციელდა. მეხანძრე-მაშველებმა შენობიდან, ბაღის თანამშრომლებთან ერთად, 120 ბავშვის ევაკუაცია მოახდინეს და ურბანული ხანძრის დროს მოქმედების ყველა აუცილებელი კომპონენტის დემონსტრირება განახორციელეს. "სწავლების მიზანი იყო საბავშვო ბაღის პერსონალისა და ბავშვებისთვის საგანგებო სიტუაციის დროს შენობიდან ევაკუაციისას აუცილებელი პრაქტიკული ჩვევების გამომუშავება, გამოწვევების გამოვლენა, გაანალიზება და მათი აღმოფხვრის შესახებ რეკომენდაციების შემუშავება. წვრთნების პროცესში, სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად ჩართული იყვნენ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის თანამშრომლები. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში სახანძრო და სამოქალაქო უსაფრთხოების მიმართულებით დანერგილია სერვისები, რომლითაც სხვადასხვა ორგანიზაცია სსიპ სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სააგენტოს მეშვეობით სარგებლობს",- აღნიშნულია ინფორმაციაში.
გვარამია- პირველად ისტორიაში, ევროკავშირთან ბევრად ახლოს და რუსეთისგან ბევრად შორს არიან სომხები
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
პირველმა არხმა ფეხბურთში 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჩვენების ლიცენზია დაკარგა
საქართველოში შემაშფოთებელი ტენდენციებია - მედიის თავისუფლების კოალიციის 16 წევრი ქვეყანა
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)