|
2023-03-24 20:42:44, 773 ნახვა
საზოგადოება
ქედის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები დასრულდა
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები დასრულდა, რომელიც მუნიციპალიტეტის 64 -ვე სოფელში გაიმართა. ქედის მუნიციპალიტეტის მერი როლანდ ბერიძე, ქედის საკრებულოს მაჟორიტარი ლევან ვერძაძე და წარმომადგენელი რეზი ვარშანიძე მახუნცეთის ადმინისტრაციულ ერთეულში სოფელი ნამლისევის, უჩხითის და მილისის მოსახლეობას შეხვდა. მოსახლეობას პარალელურად სხვადასხვა ადმინისტრაციულ ერთეულებში ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ხვდებიან. შეხვედრების მიზანია მოსახლეობის ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, რომ მოსახლეობამ პრიორიტეტების მიხედვით თავად აირჩიოს საკუთარ სოფელში განსახორციელებელი პროექტები. მოსახლეობის მიერ შერჩეული პროექტები მიმდინარე წელს განხორციელდება. მათი ძირითადი მოთხოვნა გარეგანათება და ბეტონის საფარი იყო. სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ბიუჯეტი 750 000 ლარს შეადგენს.
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
პეტერბურგში დიზელის დეფიციტია მას შემდეგ, რაც საწვავი სასწრაფოდ გაიგზავნა შეერთებულ შტატებში
დიდი ბრიტანეთი იმიგრაციის წესებს ამკაცრებს
ტაკერ კარლსონი - აშშ-მ შესაძლოა ირანზე ბირთვული დარტყმა უახლოეს დღეებში განახორციელოს
|
რედაქტორის რჩევით
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)