06:01 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-24 19:30:30, 850 ნახვა

პოლიტიკა
დეკანოიძე დარჩიაშვილს - ვალდებული ხართ დააფიქსიროთ თქვენი მკვეთრი პოზიცია ანტიდასავლურ რიტორიკაზე

„თქვენ ვალდებული  ხართ, მათ შორის, საქართველოს კანონმდებლობის წინაშე,  თქვენი მკვეთრი პოზიცია ანტიდასავლურ  რიტორიკაზე დააფიქსიროთ", - ასე მიმართა საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელმა ხატია დეკანოიძემ ილია დარჩიაშვილს, რომელსაც პარლამენტი ინტერპელაციის წესით უსმენს.

ხატია დეკანოიძის თქმით, დასავლელი პარტნიორების მკაფიო მოთხოვნაა ანტიევროპული და ანტიუკრაინული რიტორიკის შეწყვეტა და საგარეო საქმეთა მინისტრი ვალდებულია მსგავს რიტორიკასთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია გამოხატოს.

„ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან როცა საუბრობთ, იქ იყო სამი ძირითადი მოთხოვნა, ანტიდასავლური და ანტიუკრაინული რიტორიკის   შეწყვეტა და 12 პუნქტის და რეკომენდაციის  შესრულება. მაგრამ თქვენი მხრიდან არც ერთხელ არ მომისმენია არც მე პირადად და არც საზოგადოებას ანტიდასავლური რიტორიკა, მათ შორის, უკრაინასთან მიმართებაში, მაგრამ როგორ წარმოგიდგენიათ ის, რომ ამ ანტიდასავლური რიტორიკით ჩვენ შეგვიძლია მოვიპოვოთ სტატუსისთვის კონსენსუსი ევროკავშირის წევრი ყველა ქვეყნის, ვინაიდან პირველი მოთხოვნა სწორედ ეს არის", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი წერს, რომ თავს დაესხნენ
ორბანმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics