|
2023-03-24 15:44:18, 1039 ნახვა
პოლიტიკა
ზურაბიშვილი ბერბოკს - საქართველოს მოსახლეობა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, მეორე უარს ვერ გაიგებს
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ორბელიანების სასახლეში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, ანალენა ბერბოკს შეხვდა. აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ადმინისტრაციის ცნობით, სალომე ზურაბიშვილმა ანალენა ბერბოკთან საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებული საკითხები განიხილა. ამასთან, როგორც ზურაბიშვილმა შეხვედრისას განაცხადა, საქართველოს მოსახლეობა ევროკავშირის კადიდატის სტატუსთან დაკავშირებით, მეორე უარს ვერ გაიგებს და "ასეთ რთულ ვითარებაში თავს ევროპისგან მიტოვებულად ჩათვლის". პრეზიდენტმა ასევე ხაზი გაუსვა საქართველოს პარტნიორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტის მნიშვნელობას, როგორც გერმანიის მხრიდან საქართველოს დამოუკიდებლობისა და ევროინტეგრაციის უწყვეტი მხარდაჭერის გამოხატულებას. „აშშ-ში ჩემი ბოლო ვიზიტისას სატელეფონო საუბარი მქონდა გერმანიის პრეზიდენტთან, რომელმაც დამიდასტურა საქართველოს ურყევი მხარდაჭერა და თქვენი აქ ყოფნაც ამის ნათელი დადასტურებაა“, - მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს. როგორც ანალენა ბერბოკმა აღნიშნა, აქ იმისთვის იმყოფება, რომ საქართველოს და მისი მოსახლეობის ევროკავშირში ხილვა სურს. „ამიტომ ვარ აქ და ეს არის ის, რასაც ჩემი მთავრობა უჭერს მხარს. საქართველოს სჭირდება რეფორმების გაგრძელება, რათა კანდიდატის სტატუსი მიიღოს“,- განაცხადა ბერბოკმა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)