14:09 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-24 15:25:22, 1394 ნახვა

რეგიონი
უეფა-ს 21 წლამდე ევროპის ჩემპიონატის თასის მოგზაურობა ბათუმიდან იწყება

უეფა-ს 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის თასი უკვე საქართველოშია. ტურნირის მთავარი სიმბოლო მოგზაურობას ბათუმიდან იწყებს. აღნიშნულ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.

მათი ცნობით, დღეიდან, უეფა-ს ევროპის ჩემპიონატის თასი საქართველოს სხვადასხვა ქალაქში იმოგზაურებს, მოვლენის აღსანიშნავი ღონისძიება კი,26 მარტს ბათუმში, ერას მოედანზე გაიმართება.

"26 მარტს, თასი ბათუმის ქუჩებს კოკა-კოლას ჯადოსნურ ქარავანთან ერთად მოივლის და ბათუმის ევროპის მოედანს მიადგება, სადაც მასპინძელ ქალაქში თასის შემოტანის საზეიმო ცერემონიასთან დაკავშირებით, კონცერტი გაიმართება. კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ ყველასთვის კარგად ნაცნობი და საყვარელი მომღერლები და ბენდები, მათ შორის, ნუცა ბუზალაძე, სალიო, ანსამბლი შვიდკაცა, სოფო ხალვაში და სხვადასხვა ადგილობრივი ბენდი. ღონისძიების ორგანიზატორი და მასპინძელი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაა. 

ჩემპიონატის მთავარ სიმბოლოს მოედანზე ტურნირის ელჩი - ყველასთვის საყვარელი ფეხბურთელი  და ფეხბურთის ფედერაციის ვიცე პრეზიდენტი, ალექსანდრე იაშვილი შემოიტანს.

საქართველოს მასშტაბით, თასი ტურნირის ადგილობრივი სპონსორის, კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას ჯადოსნური ქარავნით იმოგზაურებს.

ბათუმის შემდეგ, თასი მესტიაში გადაინაცვლებს, რის შემდეგაც, 2 მაისს, ტურნირის კიდევ ერთ მასპინძელს, ქუთაისს ესტუმრება. ქუთაისიდან მოგზაურობა ამბროლაურსა და ყაზბეგში გაგრძელდება. თასის ბოლო გაჩერება კი, ჩემპიონატის მასპინძელ თბილისში იქნება.

გულშემატკივრებს და ნებისმიერ მსურველს სამახსოვრო ფოტოს გადაღების შესაძლებლობაც მიეცემათ.

შეგახსენებთ, რომ უეფა-ს 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატი საქართველოსა და რუმინეთში 21 ივნისიდან 8 ივლისის ჩათვლით, საქართველოს სამ ქალაქში, თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში გაიმართება. პირდაპირი ეთერი - 19:30 საათი, აჭარის ტელევიზია ღონისძიების დასაწყისი: 26 მარტი, 19:00 საათი, თასის შემოსვლა 20:00 საათი მისამართი: ბათუმი, ევროპის მოედანი", - ნათქვამა აჭარის მთავრობის ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უკრაინის საელჩო: ქართველ ხალხთან ერთად, პატივს მივაგებთ 9 აპრილს დაღუპულებს
ბექა დავითულიანი ქალ აქტივისტს ფიზიკურად გაუსწორდა
ირანის სახელმწიფო მედია: ირანმა ჰორმუზის სრუტე დაკეტა
ლიეტუვის საგარეო: 1989 წლის ტრაგიკულ მოვლენებს ვიხსენებთ, 1991 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობის აღდგენას აღვნიშნავთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics