|
2023-03-24 15:06:03, 766 ნახვა
პოლიტიკა
მანჯგალაძე პრემიერს - თუ ძლიერისთვის კუდის ქიცინია სტრატეგია, აშშ რუსეთზე ათჯერ ძლიერია - რატომ იზრდება მოსკოვზე დამოკიდებულება
რატომ იზრდება დამოკიდებულება რუსეთზე? - აღნიშნული კითხვით პოლიტიკური ჯგუფის „რეფორმების ჯგუფის" წევრმა, პაატა მანჯგალაძემ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და ხელისუფლების წარმომადგენლებს პარლამენტის სხდომაზე მიმართა. მანჯგალაძემ სხდომაზე, სადაც მთავრობის მეთაურის ინტერპელაციის წესით მოსმენა მიმდინარეობს, განაცხადა, რომ ხელისუფლება საზოგადოებას "არარსებული საფრთხეებით" თრგუნავს. „აქეთ არის, ნატო, აქეთ არის ევროპა, რომელიც არის ნამდვილი უსაფრთხოება, მშვიდობა და იქით არის რუსული ჭაობი და რას გვეუბნებიან საპირწონედ? თურმე, რუსეთთან ფრენების აღდგენა და უვიზო მიმოსვლა ყოფილა ჩვენი ამოცანა. ანუ რუსულ ჭაობში უვიზოდ რომ გავფრინდებით ეს ყოფილა საქართველოს ამოცანა. აი, ამას ამბობს „ქართული ოცნება". თქვენ გინდათ, რომ არარსებული საფრთხეებით დათრგუნოთ საზოგადოება. თუ ძლიერისთვის კუდის ქიცინი არის სტრატეგია, აშშ რუსეთზე ათჯერ ძლიერია; თუ მეზობელზეა საუბარი, „მასკვას" ჩაძირვის შემდეგ, თურქეთი შავ ზღვაში ყველაზე ძლიერია და რატომ არ გინდათ მათ დაუძახოთ „ბაბაია"? ამ ყველაფერზე პასუხი გაქვთ? რატომ იზრდება დამოკიდებულება რუსეთზე?" - მიმართა მანჯგალაძემ ღარიბაშვილს.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)