|
2023-03-24 14:19:39, 641 ნახვა
პოლიტიკა
ინჯია - ჩემთვის გაურკვეველია, სტატუსის ვერ მიღებით რა დაკარგა ქვეყანამ ერთი წლის განმავლობაში
ჩემთვის გაურკვეველია სტატუსის ვერ მიღებით რა დაკარგა ქვეყანამ 1 წლის განმავლობაში,- ამის შესახებ „ევროპული სოციალისტების" დეპუტატმა, ფრიდონ ინჯიამ პარლამენტში განაცხადა, სადაც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ინტერპელაციის წესით უსმენენ. ინჯიას თქმით, 12 პუნქტიდან მხოლოდ ერთი ვერ შესრულდება - დეპოლარიზაცია. "ჩემთვის გაურკვეველია რას მიიღებს გლეხი ამბროლაურის რაიონში? გავიდა წელი, რა დავკარგეთ ეკონომიურად. თქვენ, პრემიერ-მინისტრო ამიხსენით მე, საქართველომ რომ 1 წლის განმავლოვაში არ მიიღო ეს სტატუსი რა დაკარგა? გვინდა მაინცდამაინც შევასრულოთ ეს 12 მუხლი. შევასრულებთ გარდა ერთისა - ამას ჰქვია - დეპოლარიზაცია. ამის ქვაკუთხედი არის ხელისუფლების თქვენ მიერ დათომა. თუ თქვენ არ დაუთმეთ ხელისუფლება დესტრუქციულ ძალებს ეს არ შესრულდება... ამისათვის თქვენ უნდა იყოთ მზად, ან უნდა დაუთმოთ ხელისუფლება, ან ამას ვერ მიიღებთ, თუმცა კვლავ ვამბობ, მე ვერ გავიგე 1 წლის განმავლობაში ქვეყანამ რა დაკარგა ამითი, ეკონომიურად, ფინანსურად",- განაცხადა ინჯიამ.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)