|
2023-03-24 12:01:00, 1055 ნახვა
საზოგადოება
„პროფესიას სქესი არ აქვს - უნდა აკეთო ის, რაც ძალიან გიყვარს“ - მოსწავლე მექანიკოსი ქალი „თეგეტა მოტორსის“ სერვისცენტრიდან
„შენ გაქვს ძალა, გადადგა ეს ნაბიჯი და აკეთო ის, რაც შენი პიროვნების ნაწილია!“ - დიდი დრო დასჭირდა, სანამ დომინიკა ხარხელი ამას საკუთარ თავს ეტყოდა და იმ ინტერესს გაჰყვებოდა, რომელიც სულ იყო მის ცხოვრებაში - მაშინ, როცა თოჯინებით კი არა, მანქანებით თამაშობდა; როცა ავტომობილის შეკეთებისას ავტოფარეხში მამას გვერდით ედგა და მაშინაც, როცა სწავლის დასრულების შემდეგ მცირე ბიზნესი წამოიწყო და ისიც ავტომობილებს დაუკავშირა. ამ ყველაფრის მუდმივად მეორე ადგილზე დაყენებას კი სულ რაღაც აიძულებდა. ეს არც რომელიმე ოჯახის წევრი იყო, არც მეზობელი და არც ვინმე უცნობი. ამის მიზეზი, ალბათ, უფრო ის განწყობა და აზრი იყო, რომელიც თითქოს ჰაერში ტრიალებს - რომ „მანქანა რა ქალის საქმეა“ და ამ ქვეყანაში ქალებიც თითქოს თვითცენზურის კოდით იბადებიან. დომინიკა უკვე სამი თვეა, „თეგეტა მოტორსის“ მოსწავლე მექანიკოსია დიაგნოსტიკა-ელექტრობის მიმართულებით. ცხოვრების მთავარ ინტერესს სულ მალე რეალურ პროფესიად აქცევს და სტერეოტიპებთან ბრძოლის ახალ ეტაპზე გადავა - ცოდნით, გამოცდილებით, თავდაჯერებულობითა და სიმშვიდით შეიარაღებული. დომინიკა ხარხელი, „თეგეტა მოტორსის“ მოსწავლე მექანიკოსი: „პროფესიას სქესი არ აქვს. საერთოდ არ ვფიქრობ, რომ არსებობს ქალისა და კაცის პროფესიები. ვინც ამ აზრს არ იზიარებს, მათი დამოკიდებულება ნაკლებად მაინტერესებს. რაკი ეს გადაწყვეტილება მივიღე და ამ მიმართულებით წავედი, ვიცოდი, რომ ასეთ დამოკიდებულებებსაც გადავაწყდებოდი, ამიტომ ეს ჩემზე გავლენას ვეღარ ახდენს. მით უმეტეს, რომ „თეგეტაში“ ყველაფერი სულ სხვანაირადაა. ყველას განსაკუთრებით უხარია, რომ ამ საქმით ქალებიც ინტერესდებიან, რაც ძალიან კომფორტულად მაგრძნობინებს თავს“. ახლა „თეგეტა მოტორსის“ სერვისის მიმართულებაში, დიაგნოსტიკის განყოფილებაში იღებს ცოდნას. ჰყავს მენტორი, რომლის საქმიანობაშიც და ყოველდღიურ პროცესებშიც უშუალოდაა ჩართული. მუშაობს, როგორც ანაზღაურებადი სტაჟიორი და პროფესიას ეუფლება. დაგროვილ გამოცდილებას საკუთარ ბიზნესში უკვე იყენებს. აუქციონზე შეძენილ მანქანებს გაყიდვამდე პირველად დიაგნოსტიკას თავად უკეთებს და გარკვეული ტიპის ელექტრული პრობლემების მოგვარებასაც ახერხებს. სამომავლოდ საკუთარი მცირე ბიზნესის განვითარებაზეც ფიქრობს, მაგრამ მისი მთავარი მოტივაცია მაინც ავტოინდუსტრიაში ყველაზე მსხვილ კომპანიაში დასაქმების პერსპექტივაა. დომინიკა ხარხელი, „თეგეტა მოტორსის“ მოსწავლე მექანიკოსი: „ძალიან საინტერესო, მომხიბვლელი და ჩამთრევი პროფესიაა. პრობლემის აღმოჩენა, გადაჭრის გზის განსაზღვრა და შემდეგ პრობლემის აღმოფხვრა საოცრად აზარტული პროცესია. როცა ავტომობილი გაიმართება და რწმუნდები, რომ ყველაფერი სწორად გააკეთე, ყველაზე მაგარი მომენტია. ზოგადად დიაგნოსტიკა დიდი და საინტერესო გამოწვევაა. ყოველ ჯერზე ურთულესი სქემებია გასახსნელი და წასაკითხი, რომლებიც ყველა მანქანის შემთხვევაში ინდივიდუალურია. ამ საქმეში ყველაზე მეტად სწორედ ის მომწონს, რომ მუდმივად განვითარებადია. ყოველთვის ყველაფერი იხვეწება და ყოველდღიურად გიწევს ახალი ნიუანსების შესწავლა. „თეგეტა მოტორსის“ მენტორების დამოკიდებულებაც განსაკუთრებულია. ნებისმიერ დროს მზად არიან, აგიხსნან და გასწავლონ. ეს კურსი თითქმის ერთწლიანია და დიდი იმედით მივისწრაფვი იმისკენ, რომ ელექტრომექანიკოსი გავხდე და „თეგეტაში“ დავსაქმდე. აქ მუდმივი განვითარება და მუდმივად წინსვლის შესაძლებლობაა“. როგორც დომინიკა ამბობს, ამჯერად აზრის შეცვლას არავის და არაფრის გამო აღარ აპირებს. ზუსტად იქაა, სადაც დიდი ხნის წინ უნდა მისულიყო, თუმცა ყველაფერი ჯერ წინაა. ახლა უფრო გაძლიერებული, ჩამოყალიბებული და თავდაჯერებულია. იმისთვისაც მზადაა, რომ შესაძლოა, სტერეოტიპებმა ვინმეს მასთან მანქანის შესაკეთებლად მისვლაზე, სქესის გამო, უარი ათქმევინოს. თუმცა იცის, რომ ეს განწყობას ვეღარ გაუფუჭებს და იმაზეც ხუმრობს, რომ ზოგჯერ შეიძლება პირიქითაც მოხდეს. დომინიკა ხარხელი, „თეგეტა მოტორსის“ მოსწავლე მექანიკოსი: „იმ ადამიანებს, რომლებმაც ოდესღაც რაღაც პროფესია აირჩიეს და ვერ ბედავენ, რეალურ ინტერესს მიჰყვნენ; რომლებსაც სტერეოტიპებით სავსე გარემო ხელს უშლის, ოცნება აიხდინონ, ვურჩევდი, გაითავისონ, რომ პროფესიას სქესი არ აქვს. ნებისმიერ ასაკში შესაძლებელია გადაწყვეტილების შეცვლა და ახალი პროფესიის ათვისება. ნუ მოუსმენენ სხვის აზრს. აკეთონ მხოლოდ ის, რაც მათ გულს უნდა და რაც ყველაზე მეტად სიამოვნებთ“.
გვარამია- პირველად ისტორიაში, ევროკავშირთან ბევრად ახლოს და რუსეთისგან ბევრად შორს არიან სომხები
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
პირველმა არხმა ფეხბურთში 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჩვენების ლიცენზია დაკარგა
საქართველოში შემაშფოთებელი ტენდენციებია - მედიის თავისუფლების კოალიციის 16 წევრი ქვეყანა
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)