|
2023-03-24 11:43:40, 1197 ნახვა
კომენტარი
ბრეგაძე სააკაშვილის სასჯელზე - ეს ადამიანი განაჩენის გარეშე ჩვენთან არ არის, გვაქვს სასამართლოს გადაწყვეტილება და ვალდებული ვართ, აღვასრულოთ
რაიმე სახის ბერკეტი იუსტიციის სამინისტროს მისი გათავისუფლებისთვის არ გააჩნია. სასამართლომ მიიღო ის გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო. ეს ადამიანი განაჩენის გარეშე ჩვენთან არ არის. ჩვენ გვაქვს სასამართლოს გადაწყვეტილება და ვალდებული ვართ, რომ ეს აღვასრულოთ. ნებისმიერ ფასად ჩვენ ამ გადაწყვეტილებას აღვასრულებთ, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ ტელეკომპანია „იმედის" პირდაპირ ეთერში. „იუსტიციის სამინისტრო მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. ვთქვი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ: ჩვენ ნებისმიერ ფასად შევასრულებთ ჩვენს მოვალეობას. ვიცით, რომ ეს არ არის მარტივი, ბუნებრივია, არსებობს გარკვეული წნეხის მცდელობები როგორც უშუალოდ თანამშრომლებზე, ისე ყოველდღიურად წარმოებს ისტერიული კამპანია, რომ თითქოსდა ამ ადამიანს აწამებენ და რომ ის უსამართლობის მსხვერპლია. მაგრამ ის იხდის სასჯელს და კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვიტყვი, რომ ის მოიხდის სასჯელს, სანამ არ იქნება სხვა სახის გადაწყვეტილება, რომელიც არის კანონით გათვალისწინებული", – აღნიშნა რატი ბრეგაძემ. იუსტიციის მინისტრის თქმით, პატიმარ სააკაშვილის ყველა უფლება დაცულია. „ჩვენ ვაგრძელებთ იმ კურსს, რომელიც ავირჩიეთ. მისი, როგორც პატიმრის, ყველა უფლება არის აბსოლუტურად დაცული. ამის შესახებ ვერცერთ პრეტენზიას ვერავინ წარმოადგენს. ჩვენთვის ნებისმიერ დროს ამოსავალი წერტილი არის ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლე. ამის უზრუნველსაყოფად ჩვენი მხრივ კეთდება ყველაფერი და მომავალშიც ასე გაგრძელდება, რომ როგორც მიხეილ სააკაშვილის, ისე ნებისმიერი სხვა პატიმრის კონსტიტუციით გარანტირებული სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლება იქნეს სრულად დაცული", – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
რეჟიმის წარმომადგენლები ხოშტარიას შვილებს ესხმიან თავს
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)