|
2023-03-24 11:23:35, 1223 ნახვა
კომენტარი
ბრეგაძე სააკაშვილზე - არა „ვივამედში“, არამედ პენიტენციურ დაწესებულებაში შესვლის დღიდან მიმართავს მიზანდასახულად თვითდაზიანებას
რატი ბრეგაძე მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კლინიკა „ვივამედის" განცხადებას გამოეხმაურა. იუსტიციის მინისტრი განმარტავს, რომ მიხეილ სააკაშვილი პატიმრობის პირველი დღიდან არ ემორჩილება მკურნალობას. რატი ბრეგაძე მოუწოდებს პატიმარ სააკაშვილის ოჯახს და მხარდამჭერებს, დაასრულონ პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობის პოლიტიზება. „არა თუ კლინიკა „ვივამედში", არამედ პენიტენციურ დაწესებულებაში შესვლის დღიდან მიმართავს მიზანდასახულად თვითდაზიანებას. ეს არახალია. შიმშილობა, მკურნალობისადმი დაუმორჩილებლობა უშუალოდ პენიტენციურ დაწესებულებაში, შემდგომ გორში გადაყვანა, იქიდან დაბრუნების მერე ისევ ეს მცირეეპიზოდიანი შიმშილობები, შერჩევითი მკურნალობა, მედიკამენტების შერჩევითად მიღება – ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ემსახურებოდა ჯანმრთელობის დაზიანებას იმ მიზნით, რომ ამ ფორმით მათ მოეპოვებინათ თავისუფლება. თუმცა, შემდგომ გაიმართა სასამართლო პროცესი და როგორც საზოგადოებამ იხილა – არც პირველი ინსტანციის სასამართლომ და არც სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა მათი მოთხოვნა სასჯელის გადავადების ან სასჯელისგან გათავისუფლების შესახებ. "ამის შემდგომ, რა თქმა უნდა, უნდა მოეფიქრებინათ რაიმე ახალი სქემა, რათა თემა კვლავ წამოწეულიყო და მომხდარიყო ამ საკითხზე საზოგადოების ყურადღების კიდევ უფრო მეტად აქტიურად მიქცევა. შესაბამისად, ამ ადამიანმა გააგრძელა ისევ თვითდაზიანების რეჟიმი. როგორც საზოგადოებისთვის უკვე კარგად არის ცნობილი, მას აქვს დანიშნული მკურნალობა და ის ამ მკურნალობას არ ემორჩილება. ამის შესახებ საუბრობდნენ ეს ექიმები და ამის შესახებ ჩვენც მრავალჯერ გვისაუბრია, მოგვიწოდებია როგორც უშუალოდ მსჯავრდებულისთვის, ისე მისი ოჯახის წევრებისთვის, მომხრეებისთვისაც... თავი რომ დავანებოთ ამ საკითხის პოლიტიზებას, საქმე ეხება ადამიანის ჯანმრთელობას და დროა, თქვენც მოუწოდოთ მას, რომ დაემორჩილოს მკურნალობას და, შესაბამისად, იყოს ჯანმრთელი. თუმცა, მათი მხრიდან ხორციელდება სრულიად საპირისპირო და მიზანმიმართულად ცდილობენ, რაც შეიძლება გააუარესონ ამ ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა", – განაცხადა ბრეგაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
რეჟიმის წარმომადგენლები ხოშტარიას შვილებს ესხმიან თავს
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)