07:13 - 10 May, 2026
|
2023-03-23 18:10:20, 760 ნახვა
პოლიტიკა
ფინეთის პრეზიდენტმა ქვეყნის NATO-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებულ კანონს ხელი მოაწერა
ფინეთის პრეზიდენტმა საული ნიინისტომ ხელი მოაწერა კანონს, რომელიც ქვეყანას ნატო-ში გაწევრიანების საშუალებას აძლევს,- აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ნატო-ში გაწევრიანებაზე ფინეთის განაცხადის რატიფიცირება ალიანსის წევრი 30 ქვეყნიდან 28-მ განახორციელა და ფინეთის გაწევრიანება მას შემდეგ გახდება შესაძლებელი, რაც რატიფიცირების პროცესს უნგრეთი და თურქეთიც დაასრულებენ. მათივე ცნობით, უნგრეთი ფინეთის განაცხადის რატიფიცირებას მომავალ კვირას გეგმავს. ამასთან, როგორც თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, პარლამენტი რატიფიცირების პროცესს დაიწყებს.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)