12:19 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-23 14:44:26, 1174 ნახვა

მსოფლიო
მედვედევი - პუტინის დაკავება რუსეთისთვის ომის გამოცხადება იქნება

ვლადიმერ პუტინის დაკავება რუსეთისთვის ომის გამოცხადება იქნება,- ასე ეხმაურება რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი, პუტინის დაკავებასთან დაკავშირებით, გერმანიის იუსტიციის მინისტრის განცხადებას.

როგორც მედვედევმა რუსულ მედიასთან ინტერვიუში აღნიშნა, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს კომპეტენცია რუსეთისთვის უმნიშვნელოა და რომ ჰააგის სასამართლო „ერთგვარი იურიდიული არარაობაა, რომელსაც არაფერი გაუკეთებია მნიშვნელოვანი დაარსების დღიდან“.

„გასაგებია, რომ ეს არის სიტუაცია, რომელიც არასდროს განხორციელდება, თუმცა ამის მიუხედავად, მოდით, წარმოვიდგინოთ, რომ ის განხორციელდა. ბირთვული სახელმწიფოს მოქმედი ხელმძღვანელი ჩავიდა დავუშვათ, გერმანიის ტერიტორიაზე და ის დააკავეს. რა არის ეს? რუსეთის ფედერაციისთვის ომის გამოცხადება. უკვე ასეთ შემთხვევაში ყველა ჩვენი საშუალებები გაფრინდება ბუნდესტაგისკენ, კანცლერის ოფისისკენ და ა.შ. მას ესმის, რომ ეს არის „კაზუს ბელი“, რომ ეს არის ომის გამოცხადება? თუ ის ცუდად სწავლობდა?“ - ამბობს მედვედევი.

შეგახსენებთ, 17 მარტს, ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. 

აღნიშნულ საკითხზე კომენტირებისას გერმანიის იუსტიციის მინისტრმა, მარკო ბუშმანმა თქვა, რომ თუ რუსეთის პრეზიდენტი გერმანიის მიწაზე ფეხს დადგამს, მის წინააღმდეგ დაკავების ორდერი დაუყოვნებლივ გაიცემა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
აშშ-ს სურს ჰორმუზის სრუტისთვის ახალი კოალიციის შექმნა - The Wall Street Journal
შსს-ს გენერალური ინსპექციის უფროსმა, დავით არჩვაძემ თანამდებობა დატოვა
ბოჭორიშვილი: მოსკოვის მექანიზმი პოლიტიკური მიზნებისთვის ამოქმედებული ინსტრუმენტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics