|
2023-03-23 12:12:27, 740 ნახვა
პოლიტიკა
ალასანია - ევროსასამართლოში სარჩელი, შესაძლოა, დღესვე შევიტანო
ამ ადამიანის ჯანმრთელობა არ იძლევა მისი ციხეში დაბრუნების შესაძლებლობას, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედამ, გიული ალასანიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. ალასანია არ გამორიცხავს, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, ევროსასამართლოში სარჩელი შეიტანოს. შეგახსენებთ, გუშინ, 22 მარტს "ვივამედმა" გაავრცელა განცხადება, რომ სამედიცინო დაწესებულება იძულებულია, მიმართოს პენიტენციური დაწესებულების სამედიცინო სამსახურს, რათა კლინიკაში პაციენტ მიხეილ სააკაშვილის შემდგომი დაყოვნების მიზანშეწონილობა შეფასდეს. განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ პაციენტი უარს აცხადებს შეთავაზებული მკურნალობის სქემაზე და მხოლოდ სიმპტომურ მკურნალობაზე იმყოფება, აქედან გამომდინარე სამედიცინო დაწესებულების ადმინისტრაცია მიიჩნევს, რომ ის სიმპტომური მკურნალობა, რაზეც თანხმობას აცხადებს პაციენტი, ნებისმიერ სხვა დაწესებულებაშია შესაძლებელი. საქართველოს მესამე პრეზიდენტი "ვივამედში" 2022 წლის 12 მაისიდან იმყოფება. ის კლინიკაში საპატიმრო დაწესებულებიდან გადაიყვანეს. გასული წლის 1-ელ დეკემბერს ექსპრეზიდენტის ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ სასამართლოს სააკაშვილის გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების მოთხოვნით მიმართა. აღნიშნულს წინ უძღოდა წამების მსხვერპლთა ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის ცენტრ "ემპათიას" დასკვნა, რომლის მიხედვითაც, მიხეილ სააკაშვილს 20-ზე მეტი დიაგნოზი თუ სიმპტომო-კომპლექსი აღენიშნება, აქედან წამყვანია, დაახლოებით, 10 დიაგნოზი, რაც შეუთავსებელს ხდის პატიმრობას. 6 თებერვალს, მოსამართლე გიორგი არევაძის ადაწყვეტილებით, თბილისის საქალაქო სასამართლომ ექსპრეზიდენტის გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. 2 მარტს, თბილისის სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)