|
2023-03-23 09:51:32, 976 ნახვა
პოლიტიკა
რუსეთის საგარეო - ამიერკავკასიაში უსაფრთხოების უზრუნველყოფას საქართველოდან ძალის გამოუყენებლობის გარანტიების მოპოვებით ვხედავთ
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მიხეილ გალუზინმა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან შეხვედრა გამართა და "ამიერკავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის" შესახებ შემდგომი მუშაობის პერსპექტივები განიხილა. როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითულობთ, რუსეთი ამიერკავკასიაში უსაფრთხოების უზრუნველყოფას საქართველოს მხრიდან ძალის გამოუყენებლობის გარანტიების მოპოვებაში ხედავს. "დადასტურდა რუსული მხარის ერთგულება ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მთავარი ამოცანის გადაჭრაზე - სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა ამიერკავკასიის რეგიონში, რასაც მოსკოვი ხედავს საქართველოდან ძალის გამოუყენებლობის გარანტიების მოპოვებით. სოხუმისა და ცხინვალის წინააღმდეგ. ასევე, ქართულ-აფხაზური და საქართველო-სამხრეთ ოსეთის საზღვრების დელიმიტაციის პროცესის დაწყების გზით მათი შემდგომი დემარკირებით",- აღნიშნულია განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)