15:47 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-22 17:29:12, 1379 ნახვა

რეგიონი
შუახევის მერმა მხატვრული ლიტერატურის მოყვარულთა კლუბის წევრებს სერტიფიკატები გადასცა

შუახევის მერია, მოსწავლე-ახალგაზრდების განათლებასა და განვითარებაზე ორიენტირებულ პროექტებს აფინანსებს, რომელსაც შუახევის რესურსცენტრი ახორციელებს.

შუახევის მერიის ცნობით, მუნიციპალიტეტის მერის, ომარ ტაკიძის ინიციატივით, მიმდინარე წელს გაიზარდა ფინანსური მხარდაჭერა.

"მსგავსი პროექტები ხელს უწყობს ახალგაზრდების ცნობიერებისა და მოტივაციის ამაღლებას, ჩართულობის გაზრდას სხვადასხვა ღონისძიებებში, მოყვარულთა კლუბებსა და საგნობრივ კონკურსებში, კონფერენციებსა და ოლიმპიადებში.

შუახევის მერიის მხარდაჭერითა და შუახევის რესურსცენტრის ინიციატივით გასულ წელს შეიქმნა,  მხატვრული ლიტერატურისა და ინგლისური ენის მოყვარულთა კლუბი, რომელიც აქტიურად აგრძელებს კლუბურ საქმიანობას.

დღეს, მხატვრული ლიტერატურის მოყვარულთა მუნიციპალური კლუბის წევრები და პედაგოგები, აქტიური მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ.

სერტიფიკატები ახალგაზრდებს, შუახევის მერმა, ომარ ტაკიძემ, საკრებულოს თავმჯდომარე, როსტომ ლორთქიფანიძესთან და რესურსცენტრის ხელმძღვანელ, ედუარდ გოგრაჭაძესთან ერთად გადასცა. მან ახალგაზრდებს წარმატებები უსურვა და მხარდაჭერას დაჰპირდა სხვადასხვა პროექტების განხორციელებაში", - ნათქვამია შუახევის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სალომე ზურაბიშვილი: საჭიროა, ახალი პარტიები გამოჩდნენ
მეუფე შიომ 9 აპრილის მემორიალთან თავისუფლების მნიშვნელობაზე ისაუბრა
საპატრიარქოში არ გამორიცხავენ, რომ სინდისის პატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით ოცნებას კიდევ ერთხელ მიმართონ
უკრაინის საელჩო: ქართველ ხალხთან ერთად, პატივს მივაგებთ 9 აპრილს დაღუპულებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics