|
2023-03-22 15:51:38, 1256 ნახვა
პოლიტიკა
რუსეთის დუმის დეპუტატი - საქართველოსთან პირდაპირი ფრენების აღდგენის გადაწყვეტილების ზღვარზე ვართ
რუსეთის დუმის დეპუტატის, ლეონიდ კალაშნიკოვის განცხადებით, რუსეთი და საქართველო პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენისა და ვიზების გაუქმების ზღვარზე არიან. მისი თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით, ყველაზე მაღალი რანგის მაღალჩინოსნებს ესაუბრა, თუმცა რთული შესაფასებელია, როდის მიიღება ეს გადაწყვეტილებები. "ვესაუბრე ყველაზე მაღალი რანგის ბევრ ჩინოვნიკს, მათ შორის იმ საკითხთან დაკავშირებით, რომლებსაც ჩვენ შევეხეთ. ძალიან მგრძნობიარე საკითხები, რომლებიც უნდა გადავწყვიტოთ - საჰაერო მიმოსვლა და ვიზების გაუქმება რუსეთში. უნდა ითქვას, რომ ჩვენ ამ გადაწყვეტილებების ზღვარზე ვართ", - განაცხადა კალაშნიკოვმა. ცნობისთვის, რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოსთან პირდაპირი ფრენების განახლების შესახებ საუბარი გასული წლის დეკემბრის დასაწყისში დაიწყო. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დსთ-ს ქვეყნების მეოთხე დეპარტამენტის დირექტორმა, დენის გონჩარმა პროპაგანდისტულ მედია TASS-თან ინტერვიუში თქვა, რომ რუსეთი პირდაპირი ფრენების განახლებასა და მოქალაქეებისთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილებას განიხილავდა, თუკი ამისთვის აუცილებელი წინაპირობები ჩამოყალიბდებოდა. იანვარში, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა საქართველოსთან პირდაპირი ფრენების უახლოეს პერიოდში აღდგენის იმედი გამოთქვა. 20 იანვარს რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატმა, სერგეი გავრილოვმა თქვა, რომ საქართველოსთან არა მხოლოდ საჰაერო მიმოსვლის, არამედ საქართველო-რუსეთის სრულფასოვანი დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაც აუცილებელია. ფრენების აღდგენის შესაძლებლობას მალევე საქართველოს მმართველი პარტიის თავმჯდომარე და პრეზიდენტი გამოეხმაურნენ. ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ავიამიმოსვლის აღდგენა საქართველოს მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვანი იქნებოდა. სალომე ზურაბიშვილმა კი აღნიშნა, რომ რუსეთთან ფრენების აღდგენას არ მიესალმებოდა. ფრენების შეწყვეტის შესახებ ბრძანება რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა 2019 წლის 21 ივნისს გამოსცა. ამის მიზეზი კი, საქართველოში 2019 წლის ივნისში მიმდინარე ანტისაოკუპაციო აქციები გახდა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)