|
2023-03-22 15:09:08, 1800 ნახვა
პოლიტიკა
ვიქტორ ჯაფარიძე - ვინც მოღალატეს დამიძახებს, საკადრის პასუხს მიიღებს
ვინც მოღალატეს დამიძახებს, მიიღებს საკადრის პასუხს ყველა, - ასე ეხმაურება ანტიდასავლური მოძრაობა "ხალხის ძალის" წარმომადგენელი ვიქტორ ჯაფარიძე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მომხდარ დაპირისპირებას, რა დროსაც მან დეპუტატ ტარიელ ნაკაიძეს მიკროფონი ჩაარტყა. როგორც ჯაფარიძემ "მთავარ არხთან" საუბრისას აღნიშნა, მომხდარის გამო, ნაკაიძემ მას ბოდიში უნდა მოუხადოს. "ნუ მასწავლით, როგორ უნდა მოვიქცე. თუ რამე პრეტენზიაა, მიმართონ სასამართლოს. მისაღები, რომ არ ყოფილიყო, არ გავაკეთებდი. მან [ტარიელ ნაკაიძემ] მომაყენა შეურაცხყოფა, როდესაც თქვა, რომ მოღალატე ვარ... ბოდიშის მოხდას არ ვაპირებ, ბოდიში თვითონ მოიხადოს თავისი სიტყვებისთვის და პირი გამოირეცხოს ყველამ, როდესაც მოღალატეზე საუბრობენ... არ არის მისაღები ის, რომ ასეთ პოლარიზაციას აკეთებენ ესენი მოსახლეობაში და ასეთი ეპითეტებით ამკობენ ადამიანებს", - განაცხადა ვიქტორ ჯაფარიძემ. ცნობისთვის, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც კანონმდებლები პირველი მოსმენით "თავდაცვის კოდექსს" განიხილავენ, ცოტა ხნის წინ სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც ანტიდასავლური მოძრაობა "ხალხის ძალის" წარმომადგენელმა, ვიქტორ ჯაფარიძემ პარლამენტის მაგიდაზე დამონტაჟებული მიკროფონი ტარიელ ნაკაიძეს ზურგში ჩაარტყა, რის შემდეგაც "ქართული ოცნების" დეპუტატმა, ლევან მგალობლიშვილმა მიკროფონი ასევე ტარიელ ნაკაიძეს ესროლა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)