|
2023-03-22 15:02:08, 966 ნახვა
პოლიტიკა
ნაკაიძე დაპირისპირებაზე - „ოცნება“ ცდილობს, ოპონენტები იარლიყებით გააჩუმოს - ახლა ფიზიკური ძალა გამოიყენეს
სოზარ სუბარმა მიმატრიალა და მითხრა, რომ ოცი წელია გიცნობ და შენ ხარ აგენტი, მე ვკითხე, ვისი აგენტი ვარ.. როდესაც შევეცადე დაკონკრეტებას, მან დაიწყო გინება და მეც შესაბამისი პასუხი მქონდა, გინებითვე ვუპასუხე, - ამის შესახებ პარლამენტის წევრმა, ტარიელ ნაკაიძემ საკანონმდებლო ორგანოში მომხდარ სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებასთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც ნაკაიძემ "ტვ პირველთან" საუბრისას აღნიშნა, რასაც ის აჟღერებს საქართველოს პარლამენტში, „ქართულ ოცნებას“ "ძალიან არ მოსწონს" და ოპონენტების გაჩუმებას ყველა გზით ცდილობს. “მინდა, ბოდიში მოვუხადო სრულიად საქართველოს მოსახლეობას, იმ უშვერი სიტყვებისთვის, რომელიც ამ დაპირისპირების დროს მოძალადეებს ვუთხარი. უფრო მეტი მოთმინება მმართებდა. ცნობისთვის, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც კანონმდებლები პირველი მოსმენით "თავდაცვის კოდექსს" განიხილავენ, ცოტა ხნის წინ სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც ანტიდასავლური მოძრაობა "ხალხის ძალის" წარმომადგენელმა, ვიქტორ ჯაფარიძემ პარლამენტის მაგიდაზე დამონტაჟებული მიკროფონი ტარიელ ნაკაიძეს ზურგში ჩაარტყა, რის შემდეგაც "ქართული ოცნების" დეპუტატმა, ლევან მგალობლიშვილმა მიკროფონი ასევე ტარიელ ნაკაიძეს ესროლა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)