|
2023-03-22 15:09:12, 839 ნახვა
საზოგადოება
ოთარ შამუგია გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) რეგიონული პროგრამის ხელმძღვანელს შეხვდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) რეგიონული პროგრამის ხელმძღვანელს ევროპასა და ცენტრალურ აზიაში რაიმუნდ იელეს შეხვდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ოთარ შამუგიამ მადლობა გადაუხადა გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციას თანამშრომლობისთვის და საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოპოვების პროცესში აქტიური მხარდაჭერისთვის და FAO-სთან კოორდინაციის და თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობის საკითხს გაუსვა ხაზი. „მინისტრმა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მნიშვნელობაზე ისაუბრა. ყურადღება გამახვილდა სურსათის მიმართულებით რიგი რეგულაციების შემუშავების და აღსრულების მიზნით FAO-ს ექსპერტული მხარდაჭერის მნიშვნელობაზე. შეხვედრაზე საუბარი შეეხო აკვაკულტურის და თხილის სექტორის მხარდაჭერის საკითხებსაც. რაიმუნდ იელეს განცხადებით, საქართველო გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის მნიშვნელოვანი პარტნიორია. FAO კვლავ გააგრძელებს საქართველოში სოფლის მეურნეობის სექტორის და სურსათის უვნებლობის მიმართულებების მხარდაჭერას. შეხვედრას მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი, მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი, FAO-ს წარმომადგენელის მოადგილე მამუკა მესხი და სამინისტროს შესაბამისი სამსახურის წარმომადგენელები ესწრებოდნენ“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
პეტერბურგში დიზელის დეფიციტია მას შემდეგ, რაც საწვავი სასწრაფოდ გაიგზავნა შეერთებულ შტატებში
დიდი ბრიტანეთი იმიგრაციის წესებს ამკაცრებს
ტაკერ კარლსონი - აშშ-მ შესაძლოა ირანზე ბირთვული დარტყმა უახლოეს დღეებში განახორციელოს
|
რედაქტორის რჩევით
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)