12:19 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-22 09:28:29, 736 ნახვა

მსოფლიო
პაკისტანსა და ავღანეთში მიწისძვრას სულ მცირე 13 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 90-ზე მეტი დაშავდა

პაკისტანსა და ავღანეთში მიწისძვრების შედეგად სულ მცირე 13 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 90-ზე მეტი დაშავდა. აღნიშნულ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

როგორც, პაკისტანის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, ჩრდილო-დასავლეთ პაკისტანში სულ მცირე 9 ადამიანი დაიღუპა და 44 დაშავდა, ხოლო ჩრდილოეთ პროვინციის საავადმყოფოები ღამით მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდნენ.

რაც შეეხება ავღანეთს, როგორც ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა, მიწისძვრის შედეგად სულ მცირე 4 ადამიანი დაიღუპა, 50 კი დაშავდა.

ამასთან, როგორც გამოცემა წერს, დაზიანდა სახლები და შენობები ორივე ქვეყანაში.

ევროპულ-ხმელთაშუა ზღვის სეისმოლოგიური ცენტრის ცნობით, მიწისძვრა იგრძნობოდა 1 000 კილომეტრზე მეტი სიგანის ტერიტორიაზე. მიწისძვრა იგრძნო 285 მილიონმა ადამიანმა: პაკისტანში, ინდოეთში, უზბეკეთში, ტაჯიკეთში, ყაზახეთში, ყირგიზეთში, ავღანეთსა და თურქმენეთში.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, ავღანეთში, პაკისტანსა და ინდოეთში 6,5 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა.

მიწისძვრის ეპიცენტრი ჯურმის მახლობლად, ჩრდილო-აღმოსავლეთ ავღანეთში დაფიქსირდა, მისი სიღრმე 187 კილომეტრზე იყო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
აშშ-ს სურს ჰორმუზის სრუტისთვის ახალი კოალიციის შექმნა - The Wall Street Journal
შსს-ს გენერალური ინსპექციის უფროსმა, დავით არჩვაძემ თანამდებობა დატოვა
ბოჭორიშვილი: მოსკოვის მექანიზმი პოლიტიკური მიზნებისთვის ამოქმედებული ინსტრუმენტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics