08:07 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-21 15:01:50, 941 ნახვა

პოლიტიკა
წილოსანი - პარლამენტის შენობის „შტურმისტები“ Gen Z თაობის სახელით ვერ ისაუბრებთ!

უმრავლესობის წევრის ნინო წილოსანის განცხადებით, ამ დღეების განმავლობაში უღირსი ადამიანები ცდილობდნენ Gen Z თაობა მიესაკუთრებინათ, ისევე როგორც სურდათ, რომ პროევროპელობაზე დაემკვიდრებინათ მონოპოლია.

წილოსანის თქმით, Gen Z-ის არ მოსწონს, როცა უცხო სიტყვებითა და ტერმინებით "ბრენდავენ".

„Gen Z თაობის სახელით საუბროდნენ ადამიანები, რომელთაც არანაირი ლეგიტიმაცია არ გააჩნიათ, რომ მათი წარმომადგენლის სახელი დაირქვან. ისინი თითქოს ჯენზი თაობის, ახალგაზრდების ჩვენგან გამოყოფას ცდილობენ, თუმცა ამ თაობას ჩვენი შვილები წარმოადგენენ, რომელთაც ყოველდღიურ რეჟიმში ვხედავთ, ვიცით რა მოსწონთ, რა ადარდებთ, რა ინტერესები აქვთ და სწორედ იქიდან გამომდინარე, რომ თითოეული მათგანი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მივიღეთ ამ ინიციატივის გაუქმების გადაწყვეტილება. მათი ინტერესები და უსაფრთხოება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომ ცალმხრივად დავასრულეთ ის მავნე პროცესები, რომლებსაც დესტრუქციულმა ჯგუფებმა ჩაუყარეს საფუძველი. აქვე, ერთმნიშვნელოვნად მინდა აღვნიშნო, რომ პარლამენტის შენობის „შტურმისტები", პოლიციელების დამამცირებლები, მოძალადეები და „მოლოტოვის კოქტეილებით" შეიარაღებულები ამ თაობის სახელით ვერ ისაუბრებთ! ყველა სხვა დანარჩენს კი ჩემი პატივისცემა, იმ სურვილით, რომ თავად ისწავლიან სხვისი გაკეთებულის შეფასებას და დაფასებას. ჯენზი თაობით რომ ბრენდავთ, მგონი საერთოდ ვერ აცნობიერებთ, რომ მათ საერთოდ არ მოსწონთ ეს თქვენი უცხო სიტყვების და ტერმინების ბრახუნი", - განაცხადა წილოსანმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი წერს, რომ თავს დაესხნენ
ორბანმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics