|
2023-03-21 11:50:39, 1019 ნახვა
პოლიტიკა
ღარიბაშვილი სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშზე - ეყრდნობა დასკვნებს, რომლებიც ე.წ. ელიტური NGO-ების მიერ მომზადდა
ანგარიში ეყრდნობა იმ ინფორმაციებს, არაობიექტურ, მიკერძოებულ, სუბიექტურ და უსამართლო დასკვნებს, რომლებიც მომზადდა ე.წ. ელიტური არასამთავრობოების მიერ,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშზე განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, ქვეყანაში ბევრი არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც საქართველოს იმიჯის დისკრედიტაციას ცდილობს. "მე გავეცანი ძალიან მოკლედ საქართველოს შესახებ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშს და ძირითად აქცენტებს, რაც გამოკვეთილია. სამწუხარო ფაქტია, რომ ანგარიში ეყრდნობა იმ ინფორმაციებს, არაობიექტურ, მიკერძოებულ, სუბიექტურ და უსამართლო დასკვნებს, რომლებიც მომზადდა ე.წ. ელიტური არასამთავრობოების მიერ, რაც სამწუხაროა. თქვენს მიერ ნახსენები ფაქტები არ შეესაბამება სიმართლეს, ეს არის მხოლოდ სპეკულაციები და ცალკეული ან ანგაჟირებული და მიკერძოებული ადამიანების ცრუ ინფორმაციებზე დაყრდნობით არის მომზადებული და ეს ჩვენთვის საინტერესო არ არის. ჩვენს ქვეყანაში ასეულობით არასამთავრობოა, რომელიც არასწორ ინფორმაციას ავრცელებს მთელ მსოფლიოში და ცდილობს ჩვენი ქვეყნის იმიჯის დისკრედიტაციას", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)