04:12 - 03 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-21 10:31:28, 1519 ნახვა

საზოგადოება
„გაორმაგებული გზავნილები“- „საქართველოს ბანკმა“ საერთაშორისო ფულად გზავნილებზე აქცია დაიწყო

„საქართველოს ბანკი“, როგორც მომხმარებელზე ორიენტირებული ბანკი, ახალი აქციების შეთავაზებით მომხმარებლის წახალისებას ცდილობს. ამჯერად ბანკმა საერთაშორისო ფულად გზავნილებზე ახალი აქცია - „გაორმაგებული გზავნილები“ დაიწყო.

ეს კი იმას ნიშნავს, რომ მომხმარებელი, რომელიც აქციის მოქმედების პერიოდში საერთაშორისო ფულად გზავნილს მობილბანკში მიიღებს და მის მიერ განაღდებული გზავნილი რიგითობით მე-10 000 აღმოჩნდება, საჩუქრად თანხის ერთმაგ ოდენობას მიიღებს, თუმცა თანხა საერთო ჯამში არ უნდა აღემატებოდეს 3 000 ლარს. მაგალითად, თუ მომხმარებელი მობილბანკის მეშვეობით 300 $-ს გაანაღდებს, რომელიც მე-10 000 აღმოჩნდება, ის გაორმაგებულ თანხას, ანუ  ჯამში 600 $-ს მიიღებს (ექვივალენტს ლარში) ხოლო, 4 000 $-ის შემთხვევაში ანგარიშზე 3 000 ლარი ჩაერიცხება.

საერთაშორისო ფულადი გზავნილების განაღდებასთან დაკავშირებულ აქციაში მონაწილეობის შესაძლებლობა აქვთ საქართველოში ფულადი გზავნილის მიმღებ პირებს, რომლებიც გზავნილს „საქართველოს ბანკის“ მობილბანკში გაანაღდებენ.

„საქართველოს ბანკი“ მომხმარებლებს  ახალ და საინტერესო აქციებს სთავაზობს.  ამჯერად ის, ვინც საერთაშორისო ფულადი გზავნილით ისარგებლებს და თანხას „საქართველოს ბანკის“ მობილბანკში  გაანაღდებს, საჩუქრის სახით გზავნილის ერთმაგ ოდენობას მიიღებს. საჩუქარი ყოველ კვირაში ერთხელ, ერთ იღბლიან მომხმარებელს, მობილბანკში გზავნილის განაღდების დღესვე დაერიცხება. აქციის ფარგლებში საჩუქრის გადაცემისას, მომხარებლის ანგარიშზე თანხის ჩარიცხვა განხორციელდება იმ შემთხვევაშიც, თუ მის სახელზე ან ანგარიშზე დავალიანება ფიქსირდება. აქციის ფარგლებში, გაორმაგებული გზავნილის მიმღები  შესაბამის SMS-ს გზავნილის განაღდების შემდეგ, მომენტალურად მიიღებს“, - აღნიშნავენ „საქართველოს ბანკში“.

ცნობისთვის, აქცია 18 ივნისამდე გაგრძელდება და მის ფარგლებში გაორმაგებული თანხის მიღება მხოლოდ ერთხელ იქნება შესაძლებელი.

დამატებითი ინფორმაცია აქციის პირობების შესახებ იხილეთ ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე. 





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
პეტერბურგში დიზელის დეფიციტია მას შემდეგ, რაც საწვავი სასწრაფოდ გაიგზავნა შეერთებულ შტატებში
დიდი ბრიტანეთი იმიგრაციის წესებს ამკაცრებს
ტაკერ კარლსონი - აშშ-მ შესაძლოა ირანზე ბირთვული დარტყმა უახლოეს დღეებში განახორციელოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics