17:06 - 31 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-21 09:37:12, 1151 ნახვა

მსოფლიო
იაპონიის პრემიერ-მინისტრი მოულოდნელი ვიზიტით უკრაინაში გაემგზავრა

იაპონიის პრემიერ-მინისტრი ფუმიო კიშიდა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შესახვედრად, ინდოეთიდან მოულოდნელი ვიზიტით უკრაინაში გაემგზავრა. აღნიშნულ ინფორმაციას იაპონიის საზოგადოებრივი მაუწყებელი NHK ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით,ორი ქვეყნის ლიდერს შორს მაღალი დონის მოლაპარაკებებია დაგეგმილი.

აღსანიშნავია, რომ იაპონიის პრემიერის ვიზიტი ჩინეთის ლიდერის მოსკოვში ჩასვლას მოჰყვა. 

შეგახსენებთ, ჩინეთის პრეზიდეტი სი ძინპინი მოსკოვს გუშინ, 20 მარტს სამდღიანი ვიზიტით ესტუმრა და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრა გამართა. რუსული მედიის ცნობით, ჩინეთისა და რუსეთის ლიდერების მოლაპარაკებები 4,5 საათს გაგრძელდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კანადამ და ევროკავშირმა ალიანსის შექმნის შესახებ განაცხადეს
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას საარჩევნო კომისიის წევრების დაშინება აუკრძალა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა საკონსტიტუციო ტრიბუნალთან დაკავშირებულ კონფლიქტზე - კანონის უზენაესობის აღდგენა ჩვენი მოვალეობაა
პოლონეთის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობა დატოვა, საპროტესტო აქციები გაგრძელდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics