|
2023-03-21 09:27:05, 1175 ნახვა
მსოფლიო
თეთრი სახლი სი ძინპინს - მოახდინეთ ზეწოლა პუტინზე, რათა უკრაინის სუვერენიტეტს პატივი სცეს
თეთრი სახლი მოუწოდებს ჩინეთის ლიდერს, სი ძინპინს, გამოიყენოს თავისი ვიზიტი მოსკოვში, რათა უთხრას რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს, პატივი სცეს უკრაინის სუვერენიტეტს და დაასრულოს რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ. აღნიშნულის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა. მისი თქმით, სი ძინპინი უნდა დაელაპარაკოს უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის უკრაინაზე ომის გავლენის შესახებ. „ჩვენ მოვუწოდებთ ჩინეთის პრეზიდენტს, განახორციელოს ზეწოლა პირდაპირ პუტინზე უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემის აუცილებლობასთან დაკავშირებით. მსოფლიო და ჩინეთის მეზობლები აუცილებლად ყურადღებით მიადევნებენ ამას თვალს“,- განაცხადა კირბიმ. შეგახსენებთ, რომ სი ძინპინი რუსეთში სამდღიანი ვიზიტით გუშინ ჩავიდა. რუსული მედიის ცნობით, ჩინეთისა და რუსეთის ლიდერების მოლაპარაკებები 4,5 საათს გაგრძელდა.
კანადამ და ევროკავშირმა ალიანსის შექმნის შესახებ განაცხადეს
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას საარჩევნო კომისიის წევრების დაშინება აუკრძალა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა საკონსტიტუციო ტრიბუნალთან დაკავშირებულ კონფლიქტზე - კანონის უზენაესობის აღდგენა ჩვენი მოვალეობაა
პოლონეთის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობა დატოვა, საპროტესტო აქციები გაგრძელდა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)