|
2023-03-19 20:18:44, 1250 ნახვა
საზოგადოება
მწერალი დავით ტურაშვილი ემოციური მიმართვის შემდეგ გულის კლინიკაში გადაიყვანეს - ვიდეო
მწერალი დავით ტურაშვილი ტელეკომპანია "ფორმულაში" ემოციური გამოსვლის შემდეგ შეუძლოდ გახდა. გადაცემა "მე 17 სართულის" მიმდინარეობისას, მწერალი სასწრაფო დახმარების ავტომობილით, საავადმყოფოში გადაიყვანეს. ფორმულას წამყვანის, გიორგი თარგამაძის თქმით, ტურაშვილის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და ზუსტი დიაგნოზი ხვალ იქნება ცნობილი. „დათო ტურაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, როგორც ექიმები გვეუბნებიან მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება,“ — ამბობს გიორგი თარგამაძე. ამის შემდეგ გადაცემის ერთ-ერთმა წამყვანმა, სოფო ხუნწარიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ტურაშვილი კლინიკაში გადაიყვანეს. "დღეს მე რასაც ვუყურე, ეს იყო ჯოჯოხეთი. კინაღამ ხელში ჩაგვაკვდა კაცი. არ გაპატიებთ. ბუნებრივია, ვეცადეთ ეთერში არ შეგვემჩნია. ნახევარი საათით ადრე გამოვედით ეთერიდან, რომ ტურიკა გადაგვეყვანა საავადმყოფოში. ახლა ყველაფერი კარგადაა და ასეც იქნება", — დაწერა მან. ნეტგაზეთთან საუბარში ტურაშვილის შვილი ამბობს, რომ ის ახლა კარგად არის, თუმცა დღეს კლინიკაში დატოვებენ. "გულის კლინიკაშია, ახლა ნორმალურად არის, მაგრამ ძალიან ინერვიულა და გული აწუხებს, ალბათ, იცით და მაქსიმალურად ყველას ვთხოვ, არ დაურეკოთ. დიდი მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის". „დაუჯერებელი რამეა, რაც ჩემს წინააღმდეგ იკადრეს... შეიძლება მართლა შევეწირო ამას,“— თქვა დათო ტურაშვილმა გადაცემის მიმდინარეობისას.
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
პეტერბურგში დიზელის დეფიციტია მას შემდეგ, რაც საწვავი სასწრაფოდ გაიგზავნა შეერთებულ შტატებში
დიდი ბრიტანეთი იმიგრაციის წესებს ამკაცრებს
ტაკერ კარლსონი - აშშ-მ შესაძლოა ირანზე ბირთვული დარტყმა უახლოეს დღეებში განახორციელოს
|
რედაქტორის რჩევით
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)